როგორ მოვამზადოთ გემრიელი, ჟელესებრი ცომი ღვეზელისთვის

1434

არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვისაც გემრიელი კერძები არ უყვარს? ალბათ ასეთი ადამიანი ძალიან, ძალიან ცოტაა. საკვები არა მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური მოთხოვნილება, არამედ ცალკე ხელოვნებაცაა. ზოგიერთი ადამიანი ესთეტიურ სიამოვნებას იღებს მომზადებული კერძისგან, ან მისი გემოსგან, ზოგიერთი კი თვით კერძის მზადების პროცესს აქცევს ხელოვნებად.

დღეს გადავწყვიტეთ, ჩვენს საყვარელ მკითხველებს გავუზიაროთ ჟელესებრი ცომის საუკეთესო რეცეპტი ღვეზელისთვის, რომელსაც შეგვიძლია ხელოვნების ნიმუშიც ვუწოდოთ.

გემრიელი ცომი ღვეზელისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ც კვერცხი
  • 300 მლ არაჟანი
  • 300 გრ შაქარი
  • 300 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 100 გრ მარგარინი

მომზადების წესი 

1. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.

2. დაუმატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ დაიშლება. თუ არ გაქვთ არაჟანი, შეგიძლიათ კეფირი ან რძე გამოიყენოთ.

3. გაცერით ფქვილი სოდასთან ერთად და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტს. მუდმივად ურიეთ, რომ ცომში პატარა, უხეში ბურთულები არ გაჩნდეს. დაუმატეთ გამდნარი მარგარინი და კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

4. გააჩერეთ ცომი 5 წუთით. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ჩაასხით მასში ცომის ერთი მესამედი.

5. ცომის ზედაპირზე დაალაგეთ შიგთავსისთვის მომზადებული ხილი და დაფარეთ იგი დარჩენილი ცომით. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხილი და კენკრა.

6. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ღვეზელი 30 წუთის განმავლობაში. კბილის ჩხირით შეამოწმეთ, გამოცხვა თუ არა იგი.

სულ ესაა, ჩაისთან დასაყოლებელი უგემრიელესი ხილის ღვეზელი მზადაა! გემრიელად მიირთვით!