ფაფუკი ტორტი ნახევარ საათში: ყველაზე გემრიელი საახალწლო დესერტის მომზადების საიდუმლოებები

2858

როგორი უნდა იყოს ტორტი? ლამაზი, ორიგინალური, გემრიელი, ხელმისაწვდომი. თითქოსდა, შეუძლებელია ამ კომპონენტების შეერთება, მაგრამ როცა ტორტ „აისბერგს“ ამზადებთ, ეს რეალურია. გარეგნულად მართლაც აისბერგს ჰგავს: მაღალი, უსწორმასწორო და თეთრი „თოვლით“ დაფარული, და რაც მთავარია, დნება პირში.

შავი ქლიავის ჩირი და ნაზი ნაღების ბისკვიტის შეხამება მართლაც დაუვიწყარს ხდის ამ დესერტს. დაიწყეთ ახლავე მისი მომზადება, ნუ გადადებთ სიამოვნებას!

ინგრედიენტები

  • 350 გრ შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ. სოდა
  • 625 მლ არაჟანი
  • 250 მლ შედედებული რძე
  • 2 ჩ.კ. ძმარი
  • 150 გრ შავი ქლიავის ჩირი
  • 1 ჭიქა ნიგოზი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან თეთრი ქაფის მიღებამდე. დაამატეთ 1 ს.კ. არაჟანი, ისევ ათქვიფეთ, ჩაასხით შედედებული რძე და განაგრძეთ პროცესი.
  2. ფრთხილად დაამატეთ მასას გაცრილი ფქვილი და ძმარში გახსნილი სოდა. არაჟნის კონსისტენცია უნდა გამოვიდეს.
  3. დაასხით მდუღარე შავი ქლიავის ჩირს. გააშრეთ და დაჭერით მცირე ნაჭრებად. შეურიეთ ცომს.
  4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაასხით ნახევარი ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოაცხვეთ მეორე ნაწილი.
  5. ათქვიფეთ 600 მლ არაჟანი და 150 გრ შაქარი. კრემი მზადაა.
  6. როცა ბისკვიტი გაცივდება,გადაიტანეთ ერთი ბრტყელ ჭურჭელზე, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და წაუსვით კრემი.
  7. მეორე ბისკვიტი დაჭერით კვადრატებად 3×3 სმ. ამოავლეთ სათითაოდ კრემში და დაალაგეთ პირველ ბისკვიტზე, შექმენით მთის ფორმა. წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.
  8. შედგით მზა ტორტი მაცივარში 2-3 საათით.

ამ არაჩვეულებრივი დესერტით აუცილებლად მოიწონებთ თავს. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.