მეუღლემ ელექტროვაფელნიცა მაჩუქა – მოდით ერთად ვისწავლოთ გემრიელი ვაფლების მომზადება

844

რთული აიმ ადამიანის პოვნა, რომელსაც ვაფლი არ უყვარს. უმეტესობა მასზე უარს კალორიულობის გამო ამბობს.

დღეს ჩვენ მოვამზადებთ კლასიკურ ტკბილ, იპანახის და შოკოლადის ვალფლებს, რომელიც თქვენს ფიგურას არ შეუქმნის საფრთხეს.

ხაჭოს ვაფლები ვაფელნიცაში

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 1,5-2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 100გ ხაჭო
  • 30გ ნებისმიერი ფქვილი
  • 10გ კაკაო

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. დაუმატთ რბილი ხაჭო, ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ.

2.გააცხელეთ ვაფელნიცა, წაუსვით ზალიან ცოტა ზეთი ზედაპირზე. დაასხით 3 სუფრის კოვზი ცომი. მომზადების დრო დამოკიდებული მოწყობილების სიძლიერეზე.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 300გ ვაშლის პირე (სურვილისამებრ)
  • 1,5-2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 50გ ბრინჯის ფქვილი
  • 150გ შვრიის ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ პიურე სურვილისამებრ. ნელ-ნელამოაყარეთ ბრინჯის და შვრიის ფქვილი. ბოლოს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მოურიეთ.

2.ცომი დაასხით ცხელ ვაფელნიცაზე. მზა ვაფლს მოასხით თაფლი და მოაყარეთ ხილი.

ყველის და ისპანახის ვაფლი

ინგრედიენტები

  • 150გ ყველი
  • 50გ ისპანახი
  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი
  • 75მლ კეფირი

მომზადება

1.დააბლენდერეთ ყველი ან გახეხეთ. კვერცხთან ერთად დააბლენდერეთ ისპანახის ფოთლები და დაუმატეთ ყველის მასას. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და მოასხით კეფირი. ისევ მოურიეთ.

2.გამოაცხეთ ვაფლები და დატკბით.

გემრიელად მიირთვით!