ნამცხვარი “ჯოკონდა” – საუცხოო დესერტი

2046

ეს ნამცხვარი იყიდება ლუვრის მახლობლად, პატარა საკონდიტრო მაღაზიაში. მისი სახელწოდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატიდან მომდინარეობს. ნამცხვარ “ჯოკონდას” ტრადიციული, ფრანგული რეცეპტით ამზადებენ.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 220 გრ ნუშის ფქვილი
  • 100 გრ ფქვილი
  • 175 გრ შაქრის პუდრი
  • 100 გრ შაქარი
  • 220 გრ კვერცხი
  • 80 გრ კვერცხის გული
  • 175 გრ კვერცხის ცილა

ინგრედიენტები განაჩესთვის

  • 200 გრ შავი შოკოლადი
  • 200 გრ ნაღები 35%-იანი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 75 გრ შაქარი
  • 75 მლ წყალი
  • 150 გრ შოკოლადი
  • 300 გრ ჟოლოს ჯემი ან მურაბა
  • კენკრის და შოკოლადის დეკორი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 4 კვერცხის ცილა
  • 200 გრ კარაქი
  • 190 გრ შაქარი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში გამოაცხვეთ ბისკვიტი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 2 საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

2. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გული, შაქრის პუდრი და ნუშის ფქვილი საშუალო სიმძლავრით, სანამ მასა არ გახდება ჰაეროვანი და ღია ფერის.

3. განცალკევებით ათქვიფეთ კვერცხის გული, სანამ რბილ მასას არ მიიღებთ. შემდეგ თანდათან დაუმატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ.

4. ათქვეფილი კვერცხის გულის 1/3 შეურიეთ ნუშის ფქვილისა და კვერცხის ნაზავს. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ცომს, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. დაუმატეთ დარჩენილი კვერცხის გული და კოვზით კარგად მოურიეთ. მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმებში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

5. როგორც კი ბისკვიტები გამოცხვება, მაშინვე გადაიტანეთ სუფთა პერგამენტის ქაღალდზე და გააცივეთ. ორივე ბისკვიტი თანაბრად გაჭერით. თქვენ უნდა მიიღოთ 4 ნაჭერი 15×40 ზომის.

6. კრემის მოსამზადებლად კვერცხის გული და შაქარი გაათბეთ ორთქლზე და ხელის სათქვეფით მუდმივად მოურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. ორთქლიდან გადმოგით თასი და კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე, შემდეგ შეამცირეთ სიმძლავრე და თანდათან დაუმატეთ კარაქის პატარ-პატარა ნაჭრები, ათქვიფეთ მანამ, სანამ კვერცხის გული და კარაქი ბოლომდე არ შეერევა ერთმანეთს.

7. განაჩეს მოსამზადებლად წვრილად დაჭერით შოკოლადი და ჩაყარეთ თასში, ზემოდან მდუღარე ნაღები მოასხით და გააჩერეთ 3 წუთი, შემდეგ მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. გააცივეთ და შეინახეთ მაცივარში 4 საათით. სანამ ბისკვიტზე დაიტანდეთ, ერთი საათით ადრე გამოდგით განაჩე და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

8. ბისკვიტის სამ ფენას სქლად წაუსვით ჟოლოს ჯემი, მოათავსეთ ჯემიანი ბისკვიტის ერთი ფენა დაფაზე და ზემოდან წაუსვით ნახევარი კრემი. დაადეთ მეორე ფენა და დაიტანეთ მასზე განაჩე. შემდეგ დაადეთ მესამე ფენა და წაუსვით დარჩენილი კრემი. დაადეთ ზემოდან ბისკვიტის ბოლო ფენა შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.

9. მინანქრი. მოადუღეთ შაქრის სიროფი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი და ადუღეთ, სანამ მასა არ გასქელდება.

10. ბისკვიტის ფოლო ფენას ფუნჯით კარგად წაუსვით მინანქრის თხელი ფენა.

11. გააფორმეთ ნამცხვარი ჟოლოთი და შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!