ნიგვზის რულეტები: ამ სეზონის საუკეთესო დესერტი.

1111

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 4 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 40გ კარაქი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • მარილი
  • ვანილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 2-3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი

მომზადება

1.თავდაპირველად მოვამზადოთ შიგთავსი: დააქუცმაცეთ ნიგოზი, დაუმატეთ შაქარი, კარაქი და ხელით კარგად გადაურიეთ.

2.ახლა კი მოვამზადოთ ცომი. კვერცხს დაუმატეთ შაქარი, არაჟანი, ვანილი და მარილი. მოურიეთ.

3.დაუმატეთ დარბილებული კარაქი, კარგად მოურიეთ და მოაყარეთ ფქვილისა და სოდის მასა. მოზილეთ ცომი.

4.ცომი გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ და გადაანაწილეთ შიგთავსის ნახევარი. დაავიეთ რულეტისებურად და დაჭერით 5სმ ნაჭრებად.

5.რულეტებს წაუსვით კვერცხი და ხის წკირით ცენტრში დაჩხვლიტეთ. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე.

6.გამოაცხვეთ 20 წუთი, მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!