ეს უძველესი და მადისაღმრძვრელი კერძი თუშეთში დღესაც პოპულარულია. ცხვრის ხორცის ლავაშურა-ჩაინიშნეთ რეცეპტი.
ინგრედიენტები:
- ცხვრის ხორცი – 500 გ
- ხახვი – 2-3 თავი
- კვერცხის – 2 ცალი
- ხორბლის ფქვილი – 100 გ
- ყვითელი კოჭა 1 ჩაის კოვზი
- ერბო – 50 გ
- კარაქი – 20-30 გ
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ცხვრის ბარკლის რბილი ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ თხლად, დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და ნაპირები ისე შევუკეცოთ, რომ მრგვალი ფორმა მიიღოს.
- მიღებულ გუნდებს წავუსვათ დანაყილი ხახვი, მოვაყაროთ დაფქული კოჭა, ამოვავლოთ ჯერ წინასწარ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი ხორბლის ფქვილში და გავაბრტყელოთ.
- გამზადებული ლავაშურები შევწვათ ტაფაზე ერბოში.
- ზევიდან დავასხათ გამდნარი კარაქი და სუფრაზ მივიტანოთ ცხლად.