რა მოხდება თუ თქვენ ყოველ დღე შეჭამთ კომბოსტოს მწნილს და ბანანს?

622

ბევრი ადამიანს აქვს სტრესის დროს ჭამის ჩვევა. მაგრამ სამწუხაროდ საუბარი მიდის არაჯანსაღ საკვებზე, როგორიცაა შოკოლადები და ტორტი. შედეგად კი რას ვიღებთ? კიდევ უფრო მეტს სტრესს მომატებული კილოგრამების ხარჯზე.  დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ გავთავისუფლდეთ დაძაბულობისგან და სტრესისგან საკვებით, თუმცა ფიგურის დაუზიანებლად.

როგორ მოვიხსნათ დაძაბულობა და სტრესი

მე მივმართავ იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც უყვართ საკუთარ თავზე სხვადასხვა დიეტების, სასწაულ მოქმედი სასმელების და სხვადასხვა ვარჯიშების გამოცდა. მე პირადად იშვიათად ვიჯერებ სხვადასხვა საიტებზე დაწერილ სტატიებს. მე მიყვარს იმაზე დაკვირვება თუ ზუსტად როგორ რეაგირებს ჩემი ორგანიზმი სხვადასხვა პროდუქტებზე. რადგან ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით, და აუცილებელია რომ ჩვენ მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს. არ ღირს ბრმად ვენდოდ ზოგად რეკომენდაციებს.

ექსპერიმენტები ხშირად გაუაზრებლად ხდება, მე მოგიყვებთ ასეთ მაგალითს საკუთარ თავზე.

ბოლო თვეებში ჩემი ცხოვრება საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, იყო ბევრი სტრესი და ნერვიულობა. სამსახური, რემონტი, კამათი მშობლებთან – ეს ყველაფერი კი საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ერთხელ ჩემთან ჩემი მეგობარი მოვიდა დიდი კალათით, რომელიც სხვადასხვა ხილით და კენკრით იყო სავსე, მან გამომიწოდა და მითხრა „ჭამე და დამშვიდდი“.

მე სკეპტიკურად გავიფიქრე „რათქმაუნდა, დამამშვიდებლები არ მშველის და აი ავოკადო კი ნამდვილად დამამშვიდებს“. ჩვენ ვილაპარაკეთ ბევრ თემაზე, თუმცა ამის მიუხედავად მე ვგრძნობდი რომ ჩემი ნერვები ზღვარზე იყო. ვიოცნებე, რომ სახლში ყოფილიყო რაიმე ტკბილი, თუმცა ხილის და კენკრეულის გარდა ვერაფერს ვხედავდი. შემდეგ ჩემი საყვრელი სერიალი ჩავრთე და დაუფიქრებლად მთელი შეკვრა მოცვი შევჭამე, ამას მოყვა რამდენიმე ბანანი. თავი ისე მშვიდად ვიგრძენი, რომ ჩამეძინა.  ამას იმიტომ ვწერ რომ მთელი კვირა არ მძინებია მიუხედავად იმის რომ დამამშვიდებლებს ვსვამდი. ღრმად მეძინა ყველანაირი კოშმარების გარეშე და მხოლოდ საღამოს გამეღვიძა.

დამთხვევაა, გაიფიქრებთ ალბათ თქვენ. ნამდვილად შეუძლია ხილს სტრესის მოხსნა?

მე მინდოდა ეს თეორია დამემტკიცებინა, ამიტომაც მტელი კვირა მივირთმევდი იდენტურ პროდუქტებს, რომლეიც ჩემმა მეგობარმა მომიტანა. სტრესული სიტუაციები გაიზარდა ჩემს ცხოვრებაში რემონტის გამო, თუმცა მე თავს მშვიდად ვგრძნობდი და სწრაფადაც მეძინებოდა.

მე გამიღრმავდა ცოდნა ანტისტრესული პროდუქტების შესახებ და მინდა თქვენც გაგათვიცნობიეროთ ამ საითხში.

ბანანი

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით B6 ვიტამინს, კალიუმს, და ასევე ნატურალურ შაქარს. ეს ყველაფერი კვებავს ჩვენს ნერვულს სისტემას სტრესის დროს.  ამასთან ერთად, ბანანი გვხვდება იმ იშვიათ ხილს შორის, რომლის წყალობითაც ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება სერატონინი – ბედნიერების ჰორმონი.

კალიუმი ეხმარება გულის კუნთს მოქმედებაში, რეგულარულ წყლის ბალანსს ჩვენს ორგანიზმში, და ასევე უზრუნველყოფს თავის ტვინს ჟანგბადის მიწოდებით. ამ მიკროელემენტების გამო ჩვენს ორგანიზმში იწევს სტრესის დონე, ასე რომ ბანანი დაგეხმარებათ შეივსოთ დეფიციტი.

ავოკადო

ავოკადოს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სასწაული პროდუქტი. ის შეიცავს 20-ზე მეტ საკვებ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი სტრესულ სიტუაციაში. მათ შორის არის E, B  ჯგუფის ვიტამინები, ასევე კალიუმი და ფოლის მჟავა.

ავოკადო არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში( რომელიც სტრესის დროს მატულობს) და გვეხმარება მადის კონტროლში, ნახევარი ავოკადო იმდენად ანაყრებს, რომ შეუძლია ჩაანაცვლოს ყველანაირი საუზმე.

კენკრა

ყველანაირი კენკრეული შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც სტრესის გამკვლავებაში გვეხმარება. ერთ-ერთ კვლევაში გერმანელმა სწავლულმა 120 მონაწილეს სთხოვა სიტყვიით გამოსვლა, და შემდეგ რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. მონაწილეების ნახევარს სცენაზე გასვლამდე მიღებული ჰქონდათ C ვიტამინი. გამოჩნდა რომ მათი სტრესის დონე და წნევა იყო უკეთესი ვიდრე დანარჩენი ნახევრის.

შავი შოკოლადი

ძალიან ხშირად, სტრესი და შფოთვა ხდება ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობის ფონზე. კარგი ამბავი კი ისაა რომ ამ მიკროელემენტის შევსება შეგვიძლია შავი შოკოლადის დახმარებით. მაგრამ შოკოლადი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 60% კაკაოს.

რძიანი და თეთრი შოკოლადი არ შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, მხოლოდ დიდი რაოდენობით შაქარს, რაც მხოლოდ სტრესს ამძაფრებს.

შესანიშნავი ვარიანტია შავი შოკოლადი თხილით.

ფერმენტირებული პროდუქტი

უკვე დიდი ხანია დადასტურებულია, რომ ჩვენი მიკროფლორა გავლენას ახდენს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ განწყობაზე და ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც კი.მნიშვნელოვანია ფერმენტირებული საკვების მიღება, როგორიცაა კეფირი, იოგურტი, რბილი ყველი, მჟავე კომბოსტო, კიტრი და კომბუჩა (კომბუჩასგან დამზადებული სასმელი) სასარგებლო მიკროორგანიზმების საწვავად.

მრავალი თანამედროვე კვლევის თანახმად, ამ საკვების რეგულარული მოხმარება დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ჯანმრთელი მიკროფლორა პირდაპირ კავშირშია ჰორმონის სტრესისა და შფოთის დონის შემცირებასთან.

ახლა თქვენ იცით, როგორ გათავისუფლდეთ დაძაბულობისგან და სტრესისგან დამამშვიდებლების და არაჯანსაღი საკვების გამოყენების გარეშე. შეეცადეთ ყოველდღიურად მოიხმაროთ ჩამოთვლილი პროდუქტები და თავად შეამოწმოთ მათი თვისებები.