6 ნაჭერი ხორცი მთელ ოჯახს დაანაყრებს. სავახშმოდ და სადღესასწაულო სუფრაზე ვამზადებ

549

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნაზ ხორცს სოკოსთან ერთად ნაღების სოუსში. წარმოუდგენლად გემრიელი კერძია. ხორცი იმდენად ნაზი გამოდის, რომ პირდაპირ პირში დნება. ასეთი კერძი შეგიძლიათ სავახშმოდ ყოველდღიურად, ასევე სადღესასწაულო სუფრისთვის მოამზადოთ. აუცილებლად მოამზადეთ!

ინგრედიენტები:

  • 6 ნაჭერი ხორცი
  • 10 + 5 + 5 გრ მარილი
  • 5 + 2 + 2 გრ შავი წიწაკა
  • 6 ნაჭერი ყველი + 150 გრ გახეხილი ყველი
  • 50 გრ მცენარეული ზეთი
  • 100 გრ ხახვი
  • 300 გრ სოკო
  • 200 გრ ბეკონი
  • 10 გრ ტკბილი პაპრიკა
  • 300 მლ ნაღები
  • 200 გრ არაჟანი
  • 5 გრ კარი

მომზადების წესი:

1. ღორის ხორცი სტეიკებად დაჭერით.

2. საცხობ ფორმაში ღორის სტეიკები ჩააწყვეთ.

3. თითოეულ ხორცის ნაჭერს მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

4. ხორცის ნაჭრებს ზემოდან ყველის ფირფიტები დააფინეთ.

5. ტაფაზე ცოტა მცენარეული ზეთი დაასხით და წვრილად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ.

6. ხახვი მსუბუქად მოთუშეთ და დაჭრილი სოკო დაუმატეთ.

7. მუდმივად კარგად აურიეთ.

8. ბეკონი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ასევე ტაფაზე სოკოს და ხახვს დაუმატეთ.

9. მარილი, შავი წიწაკა და ტკბილი პაპრიკა დაუმატეთ.

10. კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთით შეწვით.

11. სოკო ბეკონთან ერთად საცხობ ფორმაში ყველის ნაჭრებს ზემოდან დაადეთ.

12. მთელ ფორმაში ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

13. ღრმა თასში ნაღები ჩაასხით, არაჟანი, მარილი, წიწაკა, სანელებელი კარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

14. მიღებული ნარევი საცხობ ფორმაში ხორცს და სოკოს დაასხით.

15. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და 180 გრადუსამდე კარგად გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

16. სუფრაზე გატანის წინ დაჭრილი მწვანილით შეგიძლიათ გააფორმოთ.

გემრიელად მიირთვით!