5 საოცრად გემრიელი მეთოდი ოლადების მოსამზადებლად

1126

ოქროსფერი, ჰაეროვანი და საოცრად გემრიელი ოლადები მარტივად.

გემრიელი ჰაეროვანი ოლადები 

ინგრედიენტები

  • 250მლ კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი
  • 150გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/4 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი.
  2. კვერცხის მასას დაუმატეთ გაცხელებული კეფირი, კარაქი და კარგად მოურიეთ.
  3. ფქვილს დაუმატეთ წყალი, მარილი და გამაფხვიერებელი. გაცერით მასა და დაუმატეთ თხევადს. კოვზით სწრაფად ათქვიფეთ. რაც მთავარია უბრალოდ გადაურიეთ ინგრედიენტებს, არ მოზილოთ.
  4. ცომი გამოვა ოდნავ დაჯირჯვლული, არ შეუშინდეთ ცხობისას ყველაფერი დალაგდება. დატოვეთ ცომი 5-7 ეუთი. ცომი უნდა გამოგივიდეთ საკმაოდ სქელი.
  5. დაბალ ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან.
  6. ოლადებს ძალიან უხდება თაფლი, ჯემი, კენკრის სოუსი და არაჟანი. გემრიელად მიირთვით!

ოლადები, როგორც სკოლაში

ინგრედინეტები

  • ფქვილი 481გ
  • წყალი 481გ
  • საფუარი 14გ
  • შაქარი 17გ
  • მარილი 6გ
  • კვერცხი 23გ

მომზადება

  1. თბილ წყალში გახსენით შაქარი და საფუარი – დაელოდეთ ცოტახანი, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, მარილი და გაცრილი ფქვილი – მოურიეთ ნიჩბით, დააფარეთ თავზე და შეინახეთ სითბოში 2 საათი.
  2. დაიწყეთ ცხობა – 1 სუფრის კოვზი ცომი დაასხით ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

ბისკვიტისებური ოლადები

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • შავი მოცხარი 1 სუფრის კოვზი
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხილი და გამშრალი მოცხარი ამოავლეთ სახამებელშ ან ფქვილში.
  2. განაცალკევეთ ცილა და კვერცხი.
  3. ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე.
  4. გული და კვერცხი ათქვიფეთ.
  5. გულის მასა ჩაასხით ცილის მასაში და ათქვიფეთ მიქსერით.
  6. ფქვილს დაუმატეთ ვანილი, გაცერით და ფრთხილად დაუმატეთ კვერცხის მასას.
  7. მოაყარეთ მოცხარი და ფრთხილად მოურიეთ.
  8. შეწვით და დააგემოვნეთ.

ოლადები კეფირზე

ინგრედიენტები

  • 500გ კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 350გ ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა
  • 150გ მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ჯამშ ჩაასხით კეფირი, კვერცხი, დაუმატეთ მარილი და შქარი. ფქვილს მოაყარეთ სოდა. ფქვილი და სოდა ჩაყარეთ კეფირში. მოურიეთ და დაელოდეთ 20 წუთი.
  2. გააცხელეთ სქელი ტაფა და 0,5სმ დაასხით ზეთი.
  3. აუცილებელი ცეცხლის სიმძლავრე, ჯერ უნდა იყოს საშუალო ხოლო შემდეგ დაბალი.
  4. გამოაცხვეთ და დააგემოვნეთ.

ოლადები კეფირზე (მეორე ვარიანტი)

ინგრედიენტები

  • კეფირი 0,5ლ
  • ხორბლის ფქვილი 350გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შქარი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  2. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და სოდა. მეორე ჯამში კი კვერცხი და კეფირი, კარგად მოურიეთ.
  3. მშრალი ინგრედიენტები გახსენით თხევადში და კარგად მოურიეთ.
  4. შეწვით ოლადები ზეთიან ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!