ამ სტატიაში, ჩვენ გაგაცნობთ 5 საუკეთესო რეცეპტს ჯემებისთვის.
მარწყვის ჯემი 5 წუთში. მარტივი რეცეპტი.
ინგრედიენტები
- მარწყვი 2კგ
- შაქარი 2კგ
მომზადება
- ცივ წყალში კარგად გარეცხეთ მარწყვი. მოათავსეთ დიდ ქვაბში და მოაყარეთ შაქარი.
- როგორც კი მარწყვი წვენს გამოყოფს, მაშინვე დაიწყეთ ჯემის მომზადება. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით.
- აადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ წარმოქმნილი ქაფის მოშორება. მზა ჯემი მოათავსეთ სტერილურ ქილებში და დაელოდეთ გაგრილებას.
შავი მოცხარის ჯემი
ინგრედიენტები
- შავი მოცხარი 2კგ
- შაქარი 2,5კგ
- ვანილი 1 შეკვრა
მომზადება
- კარგად გარეცხეთ მოცხარი. დაელოდეთ გასრობას და მოაშორეთ ტოტები.
- მოაყარეთ შაქარი, ვანილი და დაელოდეთ 2-3 საათი. ამ დროის შემდეგ, მოათავსეთ ქვაბში და დაიწყეთ მოდუღება. აუცილებლად მოახსენით ქაფი.
- როცა მასა წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და 5 წუთი ადუღეთ. გააგრილეთ, ისევ წამოადუღეთ და ცეცხლზე გააჩერეთ 5 წუთი.
- ეს მოქმედებები კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ჯამში 3 ჯერ უნდა წამოადუღოთ. გააგრილეთ და გადაანაწილეთ ქილებში.
ჟოლოს ჯემი 5 წუთში
ინგრედიენტები
- ჟოლო 1კგ
- შაქარი 800გ
მომზადება
- გადაარჩინეთ ჟოლო და მოაყარეთ 500გ შაქარი. მოათავსეთ მაცივარში დილით და დაიწყეთ მზადება საღამოს.
- ჟოლო მოათავსეთ სქელ ქვაბში. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. როცა მასა გახდება ერთგვაროვანი მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და დაელოდეთ წამოდუღებად. მოაშორეთ ქაფი.
- როცა მასა წამოდუღდება, დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ მზადება. მოამზადეთ კიდევ 5 წუთი. გადაანაწილეთ ქილებში.
გარგრის ჯემი 5 წუთში
ინგრედიენტები
- გარგარი 1კგ
- შაქარი 1,2კგ
მომზადება
- გარგარი გარეცხეთ ცივი წყლით და დაელოდეთ გაშრობას. გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი. თუ გარგარი დიდი ზომისაა, მაშინ გაჭერით 4 ნაწილად.
- მოაყარეთ შაქარი და დაელოდეთ 2 საათი. წამოადუღეთ მასა, მოახსენით ქაფი.
- ადუღების შემდეგ ცეცხლზე დატოვეთ 5 წუთი. ცხელი ჯემი გადაანაწილეთ ქილებში.
ველური მარწყვის ჯემი 5 წუთში.
ინგრედიენტები
- ველური მარწყვი 1,5კგ
- შაქარი 1,5კგ
- ვანილი 0,5 ჩაის კოვზი
მომზადება
- კარგად გარეცხეთ მარწყვი და დაელოდეთ გამოშრობას. მოაყარეთ შაქარი. დაელოდეთ რამდენიმე საათი.
- მოაყარეთ ვანილი, მოურიეთ. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე, მოახსენით ქაფი.
- დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ მზადება 5-7 წუთი. გადაანაწილეთ ქილებში და დააცადეთ 2-3 წუთი. ქილა გადმოაბრუნეთ.
- როცა საბოლოოდ გაგრილდება, შეგიძლიათ დაუბრუნოთ ჩვეული ფორმა.