5 უგემრიელესი რეცეპტი ფუნთუშების სახლში მოსამზადებლად

სახლში გამომცხვარი ფუნთუშები უფროსებსა და ბავშვებს ერთნაირად უყვართ. მათი ტკბილი არომატი მთელს სახლში ვრცელდება და ოჯახის წევრებს სიხარულით ავსებს. დღეს ფუნთუშების საუკეთესო რეცეპტები მოგიმზადეთ.

ფუნთუშა იოგურტით

ინგრედიენტები:

  • 350 გრამი ფქვილი
  • 300 გრამი იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1.5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესი

1. ჯამში ზეთი და იოგურტი ერთმანეთში აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. აურიეთ მარილი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქარი. ეს ნარევი ნაწილ-ნაწილ ჩაყარეთ იოგურტის მასაში. მოზილეთ ცომი.
3. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და მასზე კარგად მოზელილი ცომი მოათავსეთ.
4. ცომი დაყავით 8-10 თანაბარ ნაწილად და ფუნთუშები გააკეთეთ. თუ ტკბილი ფუნთუშა გსურთ შეგიძლიათ ის შაქარში ამოვლოთ, დაუმატოთ ჩირი ან ვანილი გემოვნებით.
5. დამაგვირგვინებელი ეტაპი – ცხობა. ფუნთუშები პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე მოათავსეთ და 210-220 გრადუსზე აცხვეთ მზაობამდე (დაახლოებით 20-25 წუთი).

6. ფუნთუშები ჰაეროვანი და მოწითლებული უნდა გამოვიდეს.

რძის ფუნთუშები

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 ჭიქა რძე
  • 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 3 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 0.5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესი

1. აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ტკბილი ფუნთუშებისთვის შეგიძლიათ შაქარი დაუმატოთ, თუ ტკბილი არ გენებავთ, ფუნთუშებთან სუნელები და მწვანილი გამოიყენეთ.
2. ეს მასა რძეს და მცენარეულ ზეთს შეურიეთ. კარგად მოზილეთ.
3. ცომი 3-4 სანტიმეტრის სიმაღლეზე გააბრტყელეთ. ფორმით ან ჭიქით მისგან ფუნთუშები გამოჭერით.
4. ღუმელი 220 გრადუსზე გააცხელეთ და ფუნთუშები 20 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
5. მზა ფუნთუშები შეგიძლიათ შაქრით, დარიჩინით, ყაყაჩოს თესლით ან სეზამის მარცვლებით მორთოთ.

კეფირისა და კარაქის ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • 400 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი შაქარი
  • 250 მილიგრამი კეფირი
  • 175 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი
  • 3/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა

მომზადების წესი

1. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა ერთმანეთში აურიეთ.
2. ჩანგლით დაჭყლიტეთ კარაქი, დაუმატეთ კეფირი და ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე ურიეთ.
3. ცომი ორ ნაწილად დაყავით, გააბრტყელეთ და ორივე ნაწილისგან ფორმით ფუნთუშები გამოჭერით.
4. წინასწარ, 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ფუნთუშები 20 წუთით აცხვეთ.
5. მზა ფუნთუშებს შეგიძლიათ კეფირი წაუსვათ და შაქარი მოაყაროთ. ამ რეცეპტით ძალიან ჰაეროვანი და ნაზი ფუნთუშა გამოდის!

საფუარიანი ფუნთუშა

ინგრედიენტები

  • 20-25 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1/4 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 1.5 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • შაქარი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. აურიეთ საფუარი წყალთან და ნაზავში 2 სუფრის კოვზი ფქვილი ჩაყარეთ. გასაფუებლად თბილ ადგილას დატოვეთ.
2. ჯამში აურიეთ რძე და ზეთი, დაუმატეთ საფუარიანი მასა, შაქარი და მარილი. კარგად გადაურიეთ და ფქვილის დამატებით – ცომი მოზილეთ.
3. ცომი საშუალო ზომის ბურთულებად დაყავით, ოდნავ გააბრტყელეთ და ჟარუნაზე მოათავსეთ. ფუნთუშას მთელს სიგრძეზე დანით ნაჭდევი გაუკეთეთ და 5 წუთით დატოვეთ.
4. წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ფუნთუშები სრულ მზაობამდე (12-15) წუთი აცხვეთ!
5. მზა ფუნთუშები ცივ წყალში დაასველეთ და პირსახოცი გადააფარეთ. შეგიძლიათ შაქარი ან დარიჩინი მოაყაროთ.

ფუნთუშები შაქრით

ინგრედიენტები

  • 6 ჭიქა ფქვილი
  • 4 დიდი კვერცხი
  • 2 ჭიქა რძე
  • 3/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 0.5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადების წესი

1. აურიეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. მასის ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ და კარაქი ჩაასხით. ყველაფერს საგულდაგულოდ მოურიეთ.
2. ათქვიფეთ 3 კვერცხი რძესთან ერთად, ფქვილიან მასასში ჩაასხით და ცომი მოზილეთ.
3. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ, გააბრტყელეთ ცომი 2.5 სანტიმეტრის სისქეზე და ჭიქით ან ფორმით – ფუნთუშები გამოჭერით.
4. ბოლო კვერცხი გათქვიფეთ და ფუნთუშებს წაუსვით. მოაყარეთ შაქარი.
5. 240 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში ფუნთუშები 12-15 წუთით აცხვეთ.

ამ რეცეპტებით მომზადებული ფუნთუშები უგემრიელესი გამოდის, მათ მომზადებას ყველაზე დაკავებული დიასახლისიც კი შეძლებს რადგან ძალიან მარტივია და ცოტა დროს საჭიროებს.