არ გაგიკვირდეთ, დღეს თქვენ დაგჭირდებათ ზუსტად 40 კბილი ნიორი. ეს უნიკალური კერძის მოსამზადებლად არის საჭირო.
ეს კერძი საფრანგეთს ეკუთვნის. მაგრამ ახლა მისი უამრავი ვარიაცია არსებობს.
ინგრედიენტები
- 1კგ ქათმის ბარკალი
- 1 სუფრის კოვზი კარაქი
- 2 სუფრი კოვზი ზეითუნის ზეთი
- 40 კბილი ნიორი
- 340მლ მშრალი თეთრი ღვინო
- 2 სუფრის კოვზი ნაღები
- 1 სუფრის კოვზი მშრალი ბექონდარა
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- მარილი
მომზადება
1.გაასუფთავეთ ნიორი.
2.გარეცხეთ ქათმის ბარკლები.
3.ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და ზეთი.
4.შეწვით საშუალო ცეცხლზე 5 წუთი ორივე მხრიდან.
5.ბარკლები მოათავსეთ ჯამში.
6.დაუწიეთ ცეცხლს და დაფაზე მოათავსეთ ნიორი. შეწვით 5-7 წუთი.
7.ჩაასხით ღვინო და მოურიეთ. მოხარშეთ ტაფაზე ქათმის ბარკლები.
8.მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ბექონდარა. მოთუშეთ 25-30 წუთი.
9.ტაფის მასა ჩაასხით ჭიქაში, დაგვჭირდება ნახევარი ჭიქა და მოაყარეთ ფქვილი, მოურიეთ. ტაფიდან გდაიტანეთ ქათამი.
10.სოუსი ჩაასხით ისევ ტაფაში, მოასხით ნაღები და გააცხელეთ.
11.მოასხით თბილი სოუსი ქათამს.