ნამცხვარი “ხაჭოს ბალიშები”, რომელიც პირში ლღვება, როგორც თოვლი

751

ეს დესერტი, ჩემი ცხოვრების აღმოჩენაა. თამამად ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო დესერტია, რაც კი გამისინჯავს!

ზამთარი, თოვლი, ცხელი ჩაი და ეს ტკბილეული ნამდვილად ზღაპრად გიქცევთ დღეს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 150გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 100გ შაქარი
  • 7-8გ ვანილი
  • 50მლ მცენარეული ზეთი
  • 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 50-70მლ რძე
  • მარილი
  • 100გ ალუბალი

შიგთავსისთვის

  • 250გ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი სახამებელი
  • 50გ შაქარი
  • 2გ ვანილი
  • არაჟანი

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი, კაკაო, ვანილი, მარილი და გამაფხვიერებელი.

2.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. ჩაასხით ზეთი და რძე. ნელ-ნელა მოაყარეთ მშრალი მასა. კარგად მოურიეთ. ცომი უნდა იყოს არაჟნის მსგავსი.

3.შიგთავსისთვის ათქვიფეთ ხაჭო, შაქარი, ვანილი, სახამებელი, კვერცხი. თუ ხაჭო არ არის საკმარისად ცხიმიანი, მაშინ დაუმატეთ არაჟანი.

4.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. ჩაასხით ცომი, მოაყარეთ ალუბალი.

5.ხაჭოს მასა უმჯობესია მოათავსოთ საკონდიტრო ტომარაში. თუ არ გაქვთ ტომარა, მაშინ გამოიყენეთ კოვზი.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიეალდ მიირთვით!