4 ოქროს რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ რასოლნიკი

835

რასოლნიკი ისევე, როგორც ბორში, სალიანკა და აკროშკა სლავური სამზარეულოს პირველ კერძად ითვლება. ზამთარში განსაკუთრებით ხშირად ამზადებენ, როცა კიტრის მწნილებს იყენებენ. ასეთი წვნიანი მჟავე გემოს და მარტივი მომზადების გამო ბევრს უყვარს.

საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული კერძია, ამიტომ მომზადების ბევრი ვარიანტი არსებობს. პირველი რეცეპტის პოვნა გაგვიჭირდება, მაგრამ რა საჭიროა? რასოლნიკის იმდენი საინტერესო და გემრიელი ვარიანტი არსებობს, რომ თითებს ჩაიკვნეტთ!

რასოლნიკი ქერის ბურღულით

ინგრედიენტები:

  • 500 მლ ხორცის ბულიონი
  • 20 გ ქერის ბურღული
  • 20 გ კარაქი
  • 3 კარტოფილი
  • 20 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი
  • 3 მარილიანი კიტრი
  • 1 სტაფილო
  • 100 მლ კიტრის მარილწყალი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქერის ბურღული გადაარჩიეთ და გარეცხეთ. ცივი წყალი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ.
  2. ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით. ბოსტნეული მცენარეულ ზეთში მომზადებამდე შეწვით.
  3. მარილიანი კიტრი კუბებად დაჭერით, ბულიონი დაასხით და 40 წუთით ხარშეთ.
  4. ბულიონს ქერის ბურღული წყალთან ერთად და კუბებად დაჭრილი კარტოფილი დაუმატეთ. კიდევ 10 წუთით ხარშეთ.
  5. შემწვარი ბოსტნეული წვნიანს დაუმატეთ და 10 წუთით ხარშეთ.
  6. ბოლოს წვნიანს კიტრის მარილწყალი დაუმატეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  7. მაგიდაზე წვნიანი არაჟანთან და დაჭრილ მწვანილთან ერთად გაიტანეთ.

რასოლნიკი ბრინჯით და ქათმის ხორცით

ინგრედიენტები:

  • 150 გ ქათმის ფილე
  • 1 ხახვი
  • 50 გ ბრინჯი
  • 1 სტაფილო
  • 2 მარილიანი კიტრი
  • 1 კარტოფილი
  • 3 ს/კ კიტრის მარილწყალი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • სანელებლები გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილეს წყალი დაასხით, მარილი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. დაახლოებით 40 წუთით ხარშეთ.
  2. კარტოფილი გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. ბრინჯი კარგად გარეცხეთ.
  3. მზა ბულიონიდან ხორცი ამოიღეთ. ბულიონს კარტოფილი და ბრინჯი დაუმატეთ და ცეცხლს აუწიეთ.
  4. ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ და მცენარეულ ზეთში ტაფაზე შეწვით.
  5. შემწვარი ბოსტნეული წვნიანში გადაიტანეთ და ინგრედიენტების მომზადებამდე ხარშეთ.
  6. ბოლოს კიტრის მარილწყალი, დაჭრილი კიტრი, მარილი, დაჭრილი მწვანილი და გემოვნებით სანელებლები დაუმატეთ. აურიეთ და 15 წუთით თავდახურულ ქვაბში ხარშეთ.

რასოლნიკი „ლენინგრადული“

ინგრედიენტები:

  • 200 გ ძვლიანი ძროხის ხორცი
  • 2 მარილიანი კიტრი
  • 200 გ კარტოფილი
  • 2 ს/კ ბრინჯი
  • 80 გ სტაფილო
  • 70 გ ხახვი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1,5 ს/კ პომიდვრის პასტა
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2,5 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ხორცი გარეცხეთ, ცივი წყალი დაასხით და ძლიერ ცეცხლზე დადგით. როცა წყალი ადუღდება, ქაფი მოხადეთ და ცეცხლს დაუწიეთ. მარილი მოაყარეთ, თავსახური დაახურეთ და 45 წუთით ხარშეთ.
  2. ხორცი ამოიღეთ, ძვალი მოაშორეთ და კვლავ ქვაბში დააბრუნეთ.
  3. ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. მცენარეულ ზეთში მომზადებამდე შეწვით.
  4. შემწვარ ბოსტნეულს პომიდვრის პასტა დაუმატეთ, აურიეთ და კიდევ 7 წუთით თუშეთ.
  5. მარილიანი კიტრი კუბებად დაჭერით, მშრალ ტაფაზე 5 წუთით თუშეთ.
  6. ბრინჯი გარეცხეთ და ხორციან ბულიონს დაუმატეთ.
  7. კარტოფილი კუბებად დაჭერით, ბოსტნეულს დაუმატეთ. წვნიანი კიდევ 15 წუთით ხარშეთ.
  8. კიტრი და შემწვარი ბოსტნეული წვნიანს დაუმატეთ და კიდევ 7 წუთით ხარშეთ.
  9. მარილი, წიწაკა და მწვანილი გემოვნებით დაუმატეთ. გაზქურა გამორთეთ და ქვაბს თავსახური დაახურეთ. წვნიანი დაახლოებით 15 წუთით უნდა გააჩეროთ.

სამარხვო რასოლნიკი წიწიბურით

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა წიწიბურა
  • 4 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 3 მარილიანი კიტრი
  • 1 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • სანელებლები გემოვნებით
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 30 მლ მცენარეული ზეთი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. 2,5 ლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ.
  2. ამ დროში კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით. ბრინჯი გარეცხეთ.
  3. ბრინჯი კარტოფილთან ერთად ცხელ წყალში მოათავსეთ და 15 წუთით ხარშეთ.
  4. ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. მცენარეულ ზეთში შეწვით.
  5. კიტრი სახეხზე გახეხეთ, ხახვს და სტაფილოს დაუმატეთ და კიდევ 2 წუთით თუშეთ.
  6. ბოსტნეულს პომიდვრის პასტა დაუმატეთ, აურიეთ და რამდენიმე წუთით დარბილებამდე თუშეთ.
  7. შემწვარი ბოსტნეული ქვაბში გადაიტანეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ თავდახურულ ქვაბში ცოტა ხნით გააჩერეთ.

რომელი რეცეპტი მოგეწონათ ყველაზე მეტად? პირადად, სამარხვო რეცეპტით აღფრთოვანებული ვარ: უფრო მარტივი მოსამზადებელია! თუ უბრალო წყალს ბოსტნეულის ბულიონით ჩაანაცვლებთ, ნოყიერი წვნიანი გამოვა.