ყაბაყის მაფინები

911

ებილი, გემრიელი, არომატული ბოსტნეულის ბისკვიტი. ამ კერძს ძალიან უხდება ნაღების სოუსი, ნივრით.

ინგრედიენტები

  • ყაბაყი 2 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით
  • ყველი 200გ
  • ხორბლის ფქვილი 125გ
  • კარაქი გემოვნებით
  • ბულგარული წიწაკა

მომზადება

  1. გარეცხეთ და გახეხეთ ყაბაყი.
  2. ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით.
  3. კვერცხი ათქვიფეთ მარილთან და შავ წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ ყაბაყი, გახეხილი ყველი და ბულგარული წიწაკა/
  4. მასას დაუმატეთ ფქვილი და ჩაასხით ცხიმით დამუშავებულ ფორმებში.
  5. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!