3 შეუდარებელი რეცეპტი პომიდვრით. ასეთი საოცარი კერძის მოფიქრება, მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია!

3969

პომიდორი – ქართული სამზარეულოს წარმოდგენა ამ ინგრედიენტის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც ამ ბოსტნეულისგან საოცარი კერძების მომზადება შეიძლება.

დღეს ჩვენ 3 გასაოცარ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

მწვანე პომიდორი ნივრით და სტაფილოთი

მომზადება

  • 500გ პომიდორი
  • 2 ხახვი
  • ოხრახუში და ნიახური
  • 3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • მარილი, წითელი დაფქული წიწაკა  – გემოვნებით

მომზადება

  1. დაწერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში.
  2. პომიდორი დაჭერით გრძლად.
  3. სტაფილო დაჭერით გრძლად და დაუმატეთ ხახვს პომიდორთან ერთად.
  4. ბოსტნეული მოთუშეთ 20-30 წუთი დაბალ ცეცხლზე. მზადების ბოლოს დაუმატეთ მწვანილი, ნიორი, მარილი და წიწაკა. მოთუშეთ 2-3 წუთი.

პომიდორი ნიგვზით იმერულად

ინგრედიენტები

  • 8-10 პომიდორი
  • 200გ ხახვი
  • 100გ გამღვალი კარაქი
  • 2 ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჭიქა დაფქვული ნიგოზი
  • 6 ღერო ქინძი
  • 2 ღერო ბაზილიკი
  • 2 ჩაის კოვზი დაფქული კაკალი ქინძი
  • 2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
  • 1 მწარე წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დააქუცმაცეთ ხახვი.
  2. გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ხახვი და მოთუშეთ.
  3. ნიგოზი გამოატარეტ ხორცსაკეპში ან დაჭყლიტეთ ნიორთან ერთად.
  4. დაჭერით ქინძი, გაასუფთავეთ მწარე წიწაკა, წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ქინძს, ეს ინგრედიენტები მოათავსეთ ხახვთან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ.
  5. დაუმატეთ ნახევარი ნიგოზი ნივრით და 0,5 ჭიქა წყალი. მოუმატეთ ცეცხლს და მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოიტანეთ ცეცხლიდან, მოასხით ძმარი.
  6. გარეცხეთ პომიდორი და დანის წვრით ამოაჭერით გული.
  7. დარჩენილ შიგთავსს დაუმატეთ კაკალი ქინძი, 3-4 კოვზი თბილი ადუღებული წყალი და კარგად მოურიეთ.
  8. ნიგვზის შიგთავსით ამოავსეთ პომიდორი, მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. მოასხით თბილი ნიგვზის სოუსი და 1-2 საათი მოათავსე თავსაფრის ქვეშ.
  9. მოაყარეთ ბაზილიკი და მოასხით ნიგვზის ზეთი.

გამომცხვარი პომიდორი ნიგვზის სოუსში

ინგრედიენტები

  • 500გ მწვანე პომიდორი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 5-6 ღერო კამა, ოხრახუში, ქინძი, ბაზილიკი, ნიახური
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
  • 1/4 ჩაის კოვზი უცხო-სუნელი
  • 1 მწარე წითელი წიწაკა
  • 2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ამოჭერით პომიდორი და კოვზით მოაშორეთ გულის ნახევარი.
  2. მწვანილი (ქინძი დაიტოვეთ დეკორისთვის), 2 კბილი ნიორი და წიწაკა წვრილად დაჭერით. მწვანილი და ბოსტნეული შეურიეთ ერთმანეთს და მოაყარეთ მარილი.
  3. მიღებული მასით ამოავსეთ პომიდორი, მოათავსეთ ფორმაში, მოასხით მზესუმზირის ზეთი და გამოაცხვეთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.
  4. ნიგოზი დააქუცმაცეთ ნიორთან ერთად ან გამოატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ კაკალი ქინძი და უცხო-სუნელი. მოასხით 0,5 ჭიქა თბილი ადუღებული წყალი და მიიყვანეთ თხელი არაჟნის კონსესტენციამდე. მოასხით ძმარი და მოურიეთ.
  5. გამომცხვარი პომიდორი მოათავსეთ თეფშზე, მოასხით ნიგვზის სოუსი და დაელოდეტ 2-3 საათი.

გემრიელად მიირთვით!