პომიდორი – ქართული სამზარეულოს წარმოდგენა ამ ინგრედიენტის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც ამ ბოსტნეულისგან საოცარი კერძების მომზადება შეიძლება.
დღეს ჩვენ 3 გასაოცარ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
მწვანე პომიდორი ნივრით და სტაფილოთი
მომზადება
- 500გ პომიდორი
- 2 ხახვი
- ოხრახუში და ნიახური
- 3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
- 4 კბილი ნიორი
- მარილი, წითელი დაფქული წიწაკა – გემოვნებით
მომზადება
- დაწერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში.
- პომიდორი დაჭერით გრძლად.
- სტაფილო დაჭერით გრძლად და დაუმატეთ ხახვს პომიდორთან ერთად.
- ბოსტნეული მოთუშეთ 20-30 წუთი დაბალ ცეცხლზე. მზადების ბოლოს დაუმატეთ მწვანილი, ნიორი, მარილი და წიწაკა. მოთუშეთ 2-3 წუთი.
პომიდორი ნიგვზით იმერულად
ინგრედიენტები
- 8-10 პომიდორი
- 200გ ხახვი
- 100გ გამღვალი კარაქი
- 2 ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1 ჭიქა დაფქვული ნიგოზი
- 6 ღერო ქინძი
- 2 ღერო ბაზილიკი
- 2 ჩაის კოვზი დაფქული კაკალი ქინძი
- 2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
- 1 მწარე წიწაკა
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- დააქუცმაცეთ ხახვი.
- გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ხახვი და მოთუშეთ.
- ნიგოზი გამოატარეტ ხორცსაკეპში ან დაჭყლიტეთ ნიორთან ერთად.
- დაჭერით ქინძი, გაასუფთავეთ მწარე წიწაკა, წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ქინძს, ეს ინგრედიენტები მოათავსეთ ხახვთან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ.
- დაუმატეთ ნახევარი ნიგოზი ნივრით და 0,5 ჭიქა წყალი. მოუმატეთ ცეცხლს და მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოიტანეთ ცეცხლიდან, მოასხით ძმარი.
- გარეცხეთ პომიდორი და დანის წვრით ამოაჭერით გული.
- დარჩენილ შიგთავსს დაუმატეთ კაკალი ქინძი, 3-4 კოვზი თბილი ადუღებული წყალი და კარგად მოურიეთ.
- ნიგვზის შიგთავსით ამოავსეთ პომიდორი, მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. მოასხით თბილი ნიგვზის სოუსი და 1-2 საათი მოათავსე თავსაფრის ქვეშ.
- მოაყარეთ ბაზილიკი და მოასხით ნიგვზის ზეთი.
გამომცხვარი პომიდორი ნიგვზის სოუსში
ინგრედიენტები
- 500გ მწვანე პომიდორი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 5-6 ღერო კამა, ოხრახუში, ქინძი, ბაზილიკი, ნიახური
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
- 1/4 ჩაის კოვზი უცხო-სუნელი
- 1 მწარე წითელი წიწაკა
- 2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ამოჭერით პომიდორი და კოვზით მოაშორეთ გულის ნახევარი.
- მწვანილი (ქინძი დაიტოვეთ დეკორისთვის), 2 კბილი ნიორი და წიწაკა წვრილად დაჭერით. მწვანილი და ბოსტნეული შეურიეთ ერთმანეთს და მოაყარეთ მარილი.
- მიღებული მასით ამოავსეთ პომიდორი, მოათავსეთ ფორმაში, მოასხით მზესუმზირის ზეთი და გამოაცხვეთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.
- ნიგოზი დააქუცმაცეთ ნიორთან ერთად ან გამოატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ კაკალი ქინძი და უცხო-სუნელი. მოასხით 0,5 ჭიქა თბილი ადუღებული წყალი და მიიყვანეთ თხელი არაჟნის კონსესტენციამდე. მოასხით ძმარი და მოურიეთ.
- გამომცხვარი პომიდორი მოათავსეთ თეფშზე, მოასხით ნიგვზის სოუსი და დაელოდეტ 2-3 საათი.
გემრიელად მიირთვით!