სტუდენტობისას, მე და ჩემი მეუღლე საერთო საცხოვრებელში მეგობრებთან ვიკრიბებოდით. ფული ცოტა გვქონდა, არადა, სტუმრებს რაიმეთი უნდა გავმასპინძლებულიყავით. ვიგონებდით სხვადასხვა ხელმისაწვდომ და გემრიელ კერძებს.
ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ჩვენი საყვარელი სალათი კვერცხის, ყველისა და ვაშლისგან. სუფრაზე ის უმალვე ქრებოდა, დღესაც სიამოვნებით ვამზადებ ხოლმე სადღესასწაულოდაც კი.
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 120 გრ მაგარი ყველი
- 2 ც ვაშლი
- 4 ს.კ. მაიონეზი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ კვერცხი და გახეხეთ.
- გათალეთ ვაშლი (უმჯობესია მჟავე) და გახეხეთ.
- შეურიეთ თასში გახეხილი ყველი, ვაშლი და კვერცხი. შეანელეთ მაიონეზით და სუნელებით. კარგად მოურიეთ.
სალათი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დამოუკიდებელი კერძი, ასევე მოათავსოთ ტარტალეტკებში ან წაუსვათ პურს. დიეტური კერძისთვის მაიონეზი ჩაანაცვლეთ იოგურტით ან უცხიმო არაჟნით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!