150 გრ ფარშით მთელ ოჯახს ვანაყრებ: კატლეტი რამდენიმე დღისთვის მოვიმარაგე

2088

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან წვნიანი და ნაზი კატლეტების რეცეპტს. ოჯახის წევრები ღირსეულად დააფასებენ. ნებისმიერ გარნირს, განსაკუთრებით კარტოფილის პიურეს შესანიშნავად ეთავსება.

ინგრედიენტები:

  • 150 გრ ფარში
  • 1 კვერცხი
  • 200 გრ წიწიბურა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 500 მლ ცხელი წყალი
  • წიწაკა და სანელებლები
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 500 გრ კარტოფილი
  • 3 ს/კ კეტჩუპი ან პომიდვრის სოუსი

მომზადების წესი:

  1. წიწიბურა დააქუცმაცეთ და ცხელი წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
  2. ფაფას მარილი, წიწაკა, კვერცხი, სანელებლები და ფარში დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. მასიდან კატლეტები გააკეთეთ, ფქვილში ამოავლეთ და მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით.
  4. კარტოფილი თხელ ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე ერთ ფენად დააწყვეთ.
  5. ზემოდან კეტჩუპი ან პომიდვრის სოუსი მოასხით და კატლეტები დაადეთ.
  6. ტაფაში 200 მლ ცხელი წყალი ჩაასხით, თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით თუშეთ.
  7. სუფრაზე გატანის წინ მწვანილი და სურვილისამებრ დაქუცმაცებული ნიორი მოაყარეთ.
  8. გემრიელად მიირთვით!