ხორცის უგემრიელესი ღვეზელი, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით, მაშინაც კი საოცრად მოცულობითი, არომატული და გემრიელი რჩება, როდესაც ცივდება. ხრაშუნა კანი და ხორცის წვნიანი შიგთავსი – გემრიელად ჟღერს, არა?
ხორცის ღვეზელები ღუმელში
ცომის ინგრედიენტები:
- 650 გრამი ფქვილი
- 250 გრამი კარაქი
- 200 მლ წყალი
- ნახევარი ჩ.კ. მარილი
- ნახევარი ს.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ძმარი
- 3 კვერცხი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- 600 გრამი საქონლის ხორცი
- 2 თავი ხახვი
- 100 გრამი ცხვრის ცხიმი
- მარილი
- შავი დაფქული წიწაკა
მომზადება:
1. საშუალო ზომის ჭურჭელში მოათავსეთ ფქვილი, დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ცივი კარაქი და რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად ზილეთ.
2. დაამატეთ 2 კვერცხი, მარილი, შაქარი, წყალი და ძმარი. კარგად ზილეთ ცომი ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე, შემდეგ შეფუთეთ სტრეჩით (საკვების პლიონკა) და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
3. ხორცი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად, დაამატეთ წვრილად დაჭვრილი ხახვი, ცხვრის ცხიმი, მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ.
4. ცომი დაყავით თანაბარი ზომის ბურთებად, კარგად გააბრტყელეთ, მოათავსეთ მასზე 1 ს.კ. შიგთავსი და შეახვიეთ ისე, რომ ღვეზელმა საკუთარი ფორმით დიდი ვარენიკი მოგვაგონოს.
5. გამოცხობამდე შეაზილეთ ღვეზელს კვერცხი სპეციალური ფუნჯის გამოყენებით და შემდეგ მოათავსეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.
ხორცის ეს ღვეზელი საოცრად წვნიან და გემრიელია. მისი ხრაშუნა ცომი და საოცრად არომატული შიგთავსი გულგრილს არავის დატოვებს.