მოჭიქული ხაჭო მინანქრით

590

ბავშვობაში ამ ტკბილეულზე ჭკუას ვკარგავდი. დედა ძალიან ხშირად გვიმზადებდა და გვახარებდა. სწორედ მის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ჩემთვის უძვირფაესისა.

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი 120გ
  • ხაჭო 250გ
  • შედედებული მოხარშული რძე 50გ
  • კარაქი 50გ
  • შქრის ფხვნილი 50გ

მომზადება

1.გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ხაჭო და შაქრის ფხვნილი.

2.გაალღვეთ შოკოლადი. ფორმას სილიკონის ნიჩბით წაუსვით. შეინახეთ 10 წუთი მაცივარში.

3.გადაუსვით მეორე ფენა და შეინახეთ 10 წუთი მაცივარში.

4.ამოავსეთ შოკოლადის ფორმა გულსართით. საკონდიტრო ტომრით გადაუსვით შედედებული რძე. მესამე ფენა – ისევ ხაჭო.

5.გაათანაბრდეთ და დაფატრეთ შოკოლადით. 30 წუთი შეინახეთ საყინულეში.

გემრიელად მიირთვით!