გემრიელი ღვეზელი ხორცით ძალიან მარტივად და სწრაფად.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 400გ
- რძე 150მლ
- წყალი 100მლ
- კვერცხი 1 ცალი
- მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
- მცენარეული ზეთი 30მლ
- შაქარი 0,5 ჩაის კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
შიგთავსისთვის
- ფარში ნებისმიერი 300გ
- ხახვი 2 ცალი
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- სანელებლები ხორცისთვი
- ძირა
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- ღრმა ჯამში ჩაასხით თბილი რძე და თბილი წყალი.
- დაუმატეთ მარილი, შაქარი, მშრალი საფუარი და კვერცხი.
- კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი და მცენარეული ზეთი.
- მოზილეთ ცომი. გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე.
- დააბურთავეთ ცომი, მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ჯამში.
- თავზე დააფარეთ ნაჭერი და თბილ ადგილას მოათავსეთ 1,5-2 საათი.
- ხახვი და ბულგარული წიწაკა დააბლენდერეთ.
- ბოსტნეულის მასას დაუმატეთ ფარში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- დაუმატეთ სანელებლები და ძირა. მოურიეთ.
- ამოსული ცომი გაყავით 3 ნაწილად.
- თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ და დაელოდეთ 15-20 წუთი.
- ასევე 3 ნაწილად გაყავით ხორცის შიგთავის.
- ცომის ბურთულას ხელით მიეცით ღვეზელის ფორმა და ცენტრში მოათავსეთ ფარში.
- თავი მოუყარეთ კუთხეებს და დააფიქსირეთ, დააწექით ხელით და მოათავსეთ ნაკერით დაბლა 10-15 წუთი.
- გადაიტანეთ პერგამენტით ამოფენილ გამოსაცხობ ფორმაზე.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
- ცხელ ღვეზელს წაუსვით კარაქი.
- მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და პაპრიკა.
გემრიელად მიირთვით!