ხორცის ოლადები – ამ კერძზე ბავშვები გიჟდებიან.
ფარშით ოლადების მომზადება მე უკვე დიდი ხანია დავიწყე, ძალიან კმაყოფილი ვარ!
ინგრედიენტები
- კარტოფილი 1კგ
- საქონლის ფარში 500გ
- კვერცხი 2 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- ხორბლის ფქვილი 3 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.გაასუფთავეთ და გახეხეთ კარტოფილი, ხახვიც გხეხეთ წვრილად.
2.კარტოფილის მასას დაუმატეთ 2 კვერცხი და 3 სუფრის კოვზი ფქვილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
3.გააცხელეთ ტაფა. საშუალო ცეცხლზე შეწვით ოლადები.
4.ამასობაში ოლადებზე მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ფარში, თავზე დააფარეთ გახეხილი კარტოფილი.
5.ორივე მხრიდან შეწვით ოლადები.
6.გადმოიტენთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
გემრიელად მიირთვით!