წარმოუდგენლად გემრიელი ღვეზელი გარგარის ჩირით და ჰაეროვანი ბეზეთი

365

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ იდეალურ ღვეზელს ჩაიზე მისაყოლებლად.

ცომის ინგრედიენტები:

  • 80 გრ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 65 გრ 30%–იანი არაჟანი
  • 8 გრ ვანილის შაქარი
  • 350 გრ ფქვილი
  • 3 გრ გამაფხვიერებელი
  • 1/3 ჩ/კ მარილი
  • 145 გრ კარაქი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 250 გრ გარგარის ჩირი
  • 80 გრ გარგარის ჯემი
  • 2 კვერცხის ცილა
  • მწიკვი მარილი
  • 60 გრ შაქარი
  • 100 გრ ნიგოზი

მომზადების წესი:

  1. შაქარი, კვერცხის გულები, არაჟანი და ვანილის შაქარი აურიეთ. ფქვილი ცალკე თასში გაცერით, გამაფხვიერებელი, მარილი და ცივი კარაქი დაუმატეთ. ნაფშვენის მისაღებად ხელით გასრისეთ.
  2. კვერცხის გულის მასა მზა ნაფშვენს დაასხით. ცომი სწრაფად მოზილეთ, 3 თანაბარ ნაწილად გაყავით და პარკი დააფარეთ. ცომის ორი ნაწილი მაცივარში შეინახეთ, მესამე ნაწილი საყინულეში 1 საათით შეინახეთ.
  3. გარგარის ჩირი დააბლენდერეთ, გარგარის ჯემი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნიგოზი ცალკე დააბლენდერეთ.
  4. 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მაცივრიდან ცომის ერთი ნაწილი გამოიღეთ, გააბრტყელეთ და ფორმაში ჩადეთ. პატარა გვერდები გაუკეთეთ. ზემოდან გარგარის შიგთავსი დაუმატეთ.
  5. შემდეგ ცომის მეორე ნაწილი მაცივრიდან გამოიღეთ და გააბრტყელეთ, გარგარის შიგთავსს ზემოდან დააფინეთ, პატარა გვერდები გაუკეთეთ.
  6. ახლა ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილები მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ. ათქვეფა არ შეწყვიტოთ და ულუფებად შაქარი დაუმატეთ. მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
  7. კვერცხის ცილას ნიგოზი დაუმატეთ. ნიჩბით ზემოდან ქვემოთ ფრთხილად აურიეთ და ცომის მეორე ნაწილს დაადეთ. ზემოდან გახეხილი მესამე ცომის ნაწილი დაუმატეთ.
  8. 170 გრადუსზე 50 წუთით აცხვეთ. სურვილისამებრ, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
  9. გემრიელად მიირთვით!