ხორცის მომზადების უფრო მარტივი რეცეპტი არ ვიცი! ნატურალური, გემრიელი, არომატული

899

ლორი – ყველასთვის საყვარელი პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ სუფრას უხდება. ლორის მაღაზიაში შეძენისას დარწმუნებული ვერ იქნებით, თუ რომელი ინგრედიენტებით და როგორ პირობებში მოამზადეს. ღირს კი ფულის დახარჯვა იმაში, რამაც შეიძლება შედეგად ზიანი მოგაყენოთ?

დღეს რედაქცია შინაურული ლორის მომზადების რეცეპტს გთავაზობთ. ამის შემდეგ სუპერმარკეტში ძეხვეულის რიგს აღარ ესტუმრებით. სახლში მომზადებული გემრიელი და წვნიანი ხორცი საღებავების და საეჭვო დანამატების გარეშე მაცივარში ყოველთვის მაქვს.

სახლის პირობებში ლორის მომზადების რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ხორცი (ბარკალი, ბეჭი, მკერდი)
  • 1 ლ წყალი
  • 100 გრ მარლი
  • მწიკვი ქინძი ბარდით
  • 5 მარცვალი შავი წიწაკა
  • 5 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • დაფნის ფოთოლი

მომზადება:

1. მარილწყალი მოამზადეთ: წყალი აადუღეთ, სანელებლები და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. 1 წუთით ადუღეთ, ცეცხლიდან გადმოდგით.

2. გაგრილებული მარილწყალი დიდი შპრიცით აიღეთ. ხორცს ყველა მხრიდან შპრიცი ჩაარჭეთ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სისქეზე ჩაარჭოთ, რადგან ამაზე მომავალი ლორის წვნიანობა და გემოა დამოკიდებული.

3. ხორცი დარჩენილ მარილწყალში მოათავსეთ, თავსახური სიმძიმით დაახურეთ. ცივ ადგილას 3 დღე შეინახეთ. ყოველდღე გადააბრუნეთ, რომ თანაბრად დამარილდეს.

4. 3 დღის შემდეგ ხორცი თოკებით შეკარით და საკვებ პარკში შეახვიეთ.

5. ლორი მოხარშული რომ არ გამოვიდეს, ათუხთუხებულ წყალში არ მოხარშოთ. წყალი 80 გრადუსამდე (აქტიური ორთქლის ფორმირება დაიწყო) დაიყვანეთ, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ, ქვაბში ხორცი მოამზადეთ და 2,5 საათით ხარშეთ. ტემპერატურის აწევა არ დაუშვათ. დროის გასვლის შემდეგ ლორს ცივი წყალი გადაავლეთ, სრულად გააგრილეთ და სიცივეში კიდევ რამდენიმე საათით გააჩერეთ.

გემრიელი შინაურული ლორი მოსახმარებლად მზადაა! პროდუქტი შეგიძლიათ მაცივარში 5 დღე შეინახოთ, მაგრამ ასე იშვიათად ხდება. გემრიელი ხორცი 3 დღეში გაქრება!

თქვენ უბრალოდ აუცილებლად უნდა მოამზადოთ ასეთი გემრიელობა და მეგობრებს დაუყონებლივ გაუმასპინძლდეთ.