მოამზადეთ კონიაკი საკუთარი ხელით. ელიტური შენაძენისგან მას ვერავინ გაარჩევს

5614

ცოტა ხნის წინ დეიდა საფრანგეთიდან მესტუმრა. უამრავ საჩუქართან ერთად მან სპეციალურად მამაჩემისთვის საკუთარი ხელით დამზადებული კონიაკი ჩამოიტანა, რომლის რეცეპტიც იქ მცხოვრებმა ქართველმა ასწავლა. არაჩვეულებრივი სუნი, არომატი და მკვეთრად გამოხატული გემო – კარგი კონიაკის ძირითადი მახასიათებლები. აბსოლიტურად ყველა ადამიანი, რომელმაც დეიდას დამზადებული კონიაკი გასინჯა, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა, მათ შორის ის სტუმრებიც კი, რომელთაც სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების დამზადების არაერთწლიანი გამოცდილება ჰქონდათ.

დღევანდელ სტატიაში მსურს, სწორედ დეიდის ჩამოტანილი რეცეპტი გაგიზიაროთ. რატომ უნდა იხადოთ საკმაოდ სოლიდური თანხა ძვირადღირებულ სასმელში, როდესაც მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ის სახლში საკუთარი ხელით? ყველაზე შთამბეჭდავი კი ის ფაქტია, რომ ამ ხერხით დამზადებული კონიაკი თავისი გემოვნური თვისებებით საერთოდ არ ჩამოუვარდება მის ძვირადღირებულ ანალოგებს.

მაღალი ხარისხის კონიაკი საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 3 ლიტრი მუნშაინი ან არაყი
  • 2 ს.კ. მუხის ქერქი
  • 1 მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი
  • 1 მწიკვი ილი (კარდამონი)
  • 3 ს.კ. შაქარი

მოზმადება:

1. არაყი თუ მუნშაინი – თავად გადაწყვიტეთ. მუნშაინი ავთენტური ამერიკული სასმელია. მისი ლამაზი სახელწოდება იქიდან წარმოდგება, რომ მას ღამით, მთვარის შუქზე ხდიდნენ. არის ცოტა განსხვავება გემოში, მაგრამ არც ისე შესამჩნევი. ქერქი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. რეკომენდებულია წინასწარ მდუღარე წყალში 10 წუთით დააყენოთ, გააშროთ და შემდეგ გამოიყენოთ სასმელისთვის. ქერქი შეგიძლიათ თანაბარი რაოდენობის მუხის ნახერხით ჩაანაცვლოთ.

2. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ სასმელის მომზადებაზე. შაქარი გახსენით მცირე რაოდენობით მუნშაინში. თქვენ უნდა მიიღოთ კარამელის მსგავსი მარტივი სიროფი. ქილაში მოათავსეთ ყველა სხვა ინგრედიენტი, დაასხით მუნშაინი და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ კარამელის სიროფი, რომელიც წინასწარ გაქვთ მომზადებული.

3. ქილის შიგთავსი კარგად შეანჯღრიეთ და შეინახეთ ის ბნელ ადგილზე. სასმელი უნდა დააყოვნოთ მინიმუმ 2 კვირით და მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში, რათა მუნშაინმა მუხის ქერქის ნივთიერებები ზედმეტად ჭარბი რაოდენობით არ შეიწოვოს.

4. როდესაც სასმელი გაჯერებულ ფერსა და არომატს შეიძენს, აუცილებელია მისი გაფილტვრა. გადაანაწილეთ მუნშაინი ბოთლებში და კვალ შეინახეთ ის ბნელ ადგილას, თუმცა ამჯერად მინიმუმ ნახევარი წლით. საუკეთესო კონიაკი საკუთარი ხელით მზად არის!

კონიაკი მუნშაინისა და მუხის ქერქისგან – ეს არა ქიმიური ფალსიფიცირებული პროდუქტი, არამედ ნამდვილი ნატურალური სასმელია, რომელიც თავისი გემოთი და არომატით ყველას გააოცებს.