„ხორცის გვირგვინი“ – დედამთილის საფირმო კერძი. რეცეპტი პირველივე შეხვედრის დროს ვთხოვე

2583
„ხორცის გვირგვინი“ - დედამთილის საფირმო კერძი. რეცეპტი პირველივე შეხვედრის დროს ვთხოვე
„ხორცის გვირგვინი“ - დედამთილის საფირმო კერძი. რეცეპტი პირველივე შეხვედრის დროს ვთხოვე

თუ ხორციანი კერძების ნამდვილი მოყვარული ხართ, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი პირადად თქვენთვის არის! ღორის ნეკნები – კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს და მოკრძალებულ ოჯახურ სადილსაც.

ნამდვილი ფურორი რომ მოახდინოთ, სპეციალური უნარ-ჩვევების ცოდნა აუცილებელი არაა. საკმარისია მარტივი ხრიკების ცოდნა, რომლებიც დამწყებ დიასახლისებს გამოადგებათ, თუ მათ კულინარიული ოსტატობის გამრავალფეროვნება სურთ.

ღუმელში გამომცხვარი ნეკნები შესანიშნავი კერძი არის. დღეს მის მომზადებას გასწავლით, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ სტუმარსაც კი მოეწონება. „ხორცის გვირგვინი“ ნეკნებიდან – სწორედ ის კერძია, რომელსაც ხორცის ყველა მოყვარული ელოდება. ორიგინალური გაფორმება და შესანიშნავი გემო ჭკუიდან გადაგიყვანთ!

გამომცხვარი ნეკნები

ნეკნები გემრიელი რომ გამოვიდეს, მაყალზე მისი შეწვა აუცილებელი არ არის. მისი მომზადება სახლში, ღუმელში თავისუფლად შეიძლება. მთავარი არის, ხარისხიანი ღორის ხორცი იყიდოთ და სწორად დაამარინადოთ. ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ და წარმატება გარანტირებული გექნებათ!

ინგრედიენტები:

  • 3,5 კგ ღორის ნეკნები
  • 60 გრ თაფლი
  • 30 მლ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ ქინძი
  • 2-3 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 200 მლ ვაშლის წვენი
  • 60 მლ ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 1 თავი ნიორი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 150 გრ ქამა სოკო
  • 2 კარტოფილი

მზად იყავით იმისთვის, რომ ნეკნების დამარინებას და მომზადებას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ეს ამად ღირს. ხორცი რბილი, წვნიანი და არომატული გამოდის.

მომზადება:

1.ვაშლის წვენი, ღვინის ძმარი, ლიმონის წვენი და თხევადი თაფლი ღრმა თასში ერთმანეთს აურიეთ. მომავალ მარინადს ქინძი, მუსკატის კაკალი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ.

2.ნიორი გაასუფთავეთ და თითოეული კბილი თხელ ფენებად დაჭერით. ნეკნები გარეცხეთ, გააშრეთ, ზედმეტი ცხიმი მოაშორეთ. ცოტა ხორცი მოაჭერით და ძვლების ზედა ნაწილი ოდნავ გააშიშვლეთ.

3.ნეკნებში მცირე ხვრელები გააკეთეთ და ნიორი ჩადეთ. სქელი შპრიცი თაფლის მარინადით აავსეთ და რბილ ხორცში შეუშვით.

4.ნეკნები ღრმა თასში მოათავსეთ და დარჩენილი მარინადი დაასხით. 24 საათით მაცივარში შეინახეთ.

5.კარტოფილი და ქამა სოკო გაასუფთავეთ. მსხვილად დაჭერით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ტაფაზე ოქროსფერის მიღებამდე შეწვით.

6.საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და მასზე დამარინებული ნეკნები დადეთ. ნამდვილი ხორცის გვირგვინი რომ გამოვიდეს. ნეკნების წრე გააკეთეთ და გაშიშვლებული ძვლების ფოლგით დაფარვა არ დაგავიწყდეთ. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 2 საათით გამოაცხვეთ.

7.ნეკნები ღუმელიდან გამოიღეთ, შუაგული კარტოფილის და სოკოს ნარევით ამოავსეთ და კიდევ 20 წუთით ღუმელში შედგით. ხორცის გვირგვინი მზად არის!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!