ხორცის ბურთები ბრინჯით პომიდვრის სოუსში: რეტრო რეცეპტი

1511

ამ კერძის მთავარი კოზირი სოუსია. მისი მზადებისას სახლში განუმეორებელი არომატები ტრიალებს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

აუცილებლად უნდა სცადოთ!

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში 600გ
  • ბრინჯი 100გ
  • ხახვი 2 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 20გ
  • ხორცის ბულიონი 700მლ
  • ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • სტაფილო 1 ცალი
  • პომიდვრის პასტა 3 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი3 კბილი
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • შავი წიწაკის მარცვლები 5 ცალი
  • შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ხახვი მოთუშეთ კარაქში და გააგრილეთ. სანახევროდ მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში, გაგრილეთ. მომზადებული ინგრედიენტები შეაერთეთ ფარშთან, დაუმატეთ კვერცხი, წიწაკა, მარილი და კარგად მოურიეთ. ხორციან ჯამს დააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

2.სუსისთვის. 1 სუფრის კოვზი ფქვილი მოხალეთ მშრალ ტაფაზე და გააგრილეთ. ფქვილს დაუმატეთ 100,ლ ცივი ბულიონი და არაჟანი.

3.დაუცმაცებული ხახვი და გახეხილი სტაფილო მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოასხით დარჩენილი ბულიონი, მოურიეთ. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. მოასხით არაჟნის მასა, დაუმატეთ შაქარი და დაქუცმაცებული ნიორი. წამოადუღეთ სოუსი, მოაყარეთ მარილი.

4.გაგრილებული ფარში გაყავით 15-„7 ნაწილად. თითოეული ბურთულაამოავლეთ ფქვილში და შეწვით.

5.ხორცის ბურთულები მოათავსეთ ცეცხლგამძელე ფორმაში, მოასხით სოუსი. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!