ხაჭოს ჩხირები ხრაშუნა ზედაპირით

1224

იდეალური საუზმე სწრაფად და მარტივად. გემრიელი, ნაზი, ხრაშუნა ზედაპირით.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 220გ
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • ხაჭო 350გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 60გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 15გ
  • საფანელი
  • შაქრის ფხვნილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ ხაჭო.
  2. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ შაქარი.
  3. დაუმატეთ არაჟანი, მოურიეთ ჩანგლით ერთგვაროვნებამდე.
  4. შეგიძლიათ დააბლენდეროთ.
  5. მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი.
  6. მოზილეთ ცომი და გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე.
  7. ხელით დაამუსავეთ და დაამრგვალეთ ცომი.
  8. ცომი გაყავით 3 ნაწილად.
  9. თითოეული ნაწილის მიეცით ძეხვის ფორმა.
  10. სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ საფანელი და მასზე გააბრტყელეთ ცომი.
  11. ძეხვი გაყავით 9-10სმ ნაწილებად.
  12. თითოეულ ნაწილს მიეცით ფორმა.
  13. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი.
  14. შეწვით ყველა მხრიდან.
  15. ჩხირები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
  16. მოაყარეთ შაქარის ფხვნილი და დააგემოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!