ხაჭოს ღვეზელი, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ დესერტად იქცევა

უნაზესი ხაჭოს ღვეზელი – მთელი ოჯახის საყვარელ დესერტად იქცევა! სულ რაღაც 1 საიდუმლო ინგრედიენტი და ის თქვენი მენიუს განძად გადაიქცევა!

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ხაჭო
  • 4 ცალი კვერცხი
  • 200 გრამი შაქარი
  • 1.5 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1 სუფრის კოვზი
  • 1 სუფრის კოვზი მანის ბურღული
  • ვანილი
  • ქიშმიში
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 შოკოლადის ფილა

მომზადების წესი:

1. კვერცხი და შაქარი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ ხაჭო და კარგად გახსენით. საჭიროა კორკოშალები ბოლომდე დაიშალოს. ახლა კი საიდუმლო ინგრედიენტი – ლიმონის წვენი დაუმატეთ. სწორედ ეს კომპონენტი ხდის ამ ღვეზელს ნაზს და ფუმფულას.

2. კარაგდ აურიეთ. დაუმატეთ მანის ბურღული, სახამებელი და კიდევ ერთხელ გადაურიეთ. დაუმატეთ ქიშმიში და ვანილი გემოვნებით. მზა მასა ფორმაში მოათავსეთ.

3. აცხვეთ 30-40 წუთის მანძილზე, 180-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, სანამ არ შეოქროსფერდება.

4. გამოიღეთ და გააცივეთ. მოასხით გამდნარი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!

თუ ფანტაზიას ჩართავთ, შეგიძიათ მას დარიჩინი, ცედრა. კოჭა ან მუსკატის კაკალიც დაუმატოთ, დასაშვებია სხვადასხვა თხილეულის, ჩირებისა და კენკრის დამატებაც!