ხაჭოს ფხვიერი ორცხობილა

ამ არომატული ორცხობილის გემო დიდხანს გემახსოვრებათ, ის განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონებათ. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება და ამაში თავად დარწმუნდებით!

ინგრედიენტები

  • 75 გრამი მარგარინი
  • 220 გრამი ხაჭო
  • 220 გრამი შაქარი
  • 8 გრამი ვანილის შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 330 გრამი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 5 გრამი სოდა

მომზადების წესი:

1. ღრმა ჯამში შეურიეთ: ხაჭო, შაქარი, კარაქი და მარილი. შემდეგ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით თქვიფეთ. დაუმატეთ ვანილის შაქარი და 1 კვერცი, კვლავ კარგად მოურიეთ. ჩააყარეთ სოდა და კვლავ ათქვიფეთ. ამის შემდეგ კი გაცრილი ფქვილი ჩაუმატეთ და ისევ მიქსერით მოურიეთ – რამდენიმე წამით.

2. შემდეგ ცომის საბრტყელებელ ადგილს ფქვილი მოაყარეთ და მასზე მიღებული ცომი დადევით. კარგად მოზილეთ სანამ მთლიან და ერთგვაროვან ბურთულას არ მიიღებთ. მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და საკვების ცელოფანი შემოახვიეთ, გააჩერეთ 5 წუთი.

3. როდესაც ცომი დაისვენებს გააბრტყელეთ 1-1.5 სანტიმეტრის სისქეზე. გვერდები გაუსწორეთ და ფირფიტა სამ ნაწილად გაჭერით. ყოველი ზოლი სამკუთხედებად დაჭერით.

4. ქურა 170 გრადუსზე გააცხელეთ. ჟარუნას პერგამენტი გადააფარეთ და ორცხობილები მასზე მოათავსეთ. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და ჩანგლის მეშვეობით ზემოდან ზოლები გაუკეთეთ. აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში. თუ ორცხობილა 2ო წუთის შემდეგ უკვე შეწითლდება, გადაამოწმეთ მათი მზაობა ხის ჩხირის ან ასანთის ღერის მეშვეობით. გამზადების შემედგ გამოიღეთ ორცხობილა, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!