ხაჭოს ცხობილა ჩაის ძალიან უხდება. მარტივიად და სწრაფად მზადდება, ცომსაც არ უნდა დიდი ძალისხმევა. ჩემთვის ეს ძალიან გემრიელი და უნივერსალური ინგრედიენტია.
სულ, რაღაც 15 წუთი და ცხობილები მზად არის!

ინგრედიენტები
- ხაჭო 370გ
- ხორბლის ფქვილი 370გ
- კარაქი 80გ
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- სოდა 0,5 ჩაის კოვზი
- სიმითი გემოვნებით
მომზადება
1.დაჭყლიტეთ ხაჭო, დაუმატეთ მარილი, შაქარი და დარბილებული კარაქი. მოურიეთ.

2.ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ სოდა, გააქტიურებული ძმრით. მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

3.ცომი გაყავით 6 ნაწილად და დაალაგეთ გამოსაცხობ ფორმაზე. დაამრგვალეთ ხელით. შეგიძლიათ წაუსვათ ზეთი ან კვერცხი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!






