ბაჟე – ნიგვზის უგემრიელესი საწებელი

5081

ბაჟე ნიგვზის საწებელია, რომელიც ყველაზე გავრცელებულია სამეგრელოში, იმერთსა და გურიაში. ბაჟეში შეგიძლიათ თევზი, კვერცხი და ქათმის ხორცი ჩაალაგოთ. ერთი მეორეზე  გემრიელი  გამოდის. არჩევანი თქვენზეა.

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა ნიგოზი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 2 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • მარილი
  • წიწაკა
  • ანადუღარი წყალი

მომზადების წესი:

  1. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ან წმინდად დავნაყოთ. დავუმატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი და წიწაკა. ნიგვზის მასა ხელით ვზილოთ, სანამ ზეთი გამოვა.
  2. 2 ჩ.კ.-მდე ზეთი ცალკე ჭურჭელში შევინახოთ, რომ შემდეგ კერძი მოვრთოთ. ნიგვზის მასას დავასხათ 2 ჭიქამდე ანადუღარი წყალი, ან საცერზე გავატაროთ, ან ბლენდერით ავთქვიფოთ. ბაჟეს ნელ-ნელა დავუმატოთ ანადუღარი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზის ზეთი.