ხაჭოს ფუნთუშების მომზადების ინსტრუქცია

რბილი, ჰაეროვანი და თკბილი ფუნთუშები რომლებიც 30 წუთში მზადდება – ნამდვილად ფანტასტიურად ჟღერს! დღეს ამ სტატიაში, ხაჭოს ფუნთუშების რეცეპტს და გამოცხობას გასწავლით.

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ხაჭო
  • 2 ცალი კვერცხი
  • 60 გრამი შაქარი
  • 250 გრამი ფქვილი
  • 7 გრამი გამაფხვიერებელი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი – გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. ჯერ ქურას ვრთავთ და 180 გრადუსზე ვაცხელებთ. პარალელურად ვიწყებთ ცომის მომზადებას. ჯამში აურიეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი. საგულდაგულოდ ათქვიფეთ.

2. ხაჭო კარგად დასრისეთ ჩანგლით ან კარგად დაბლენდერეთ. ჩაამატეთ კვერცხიან ნარევში, ჩაასხით მცენარეული ზეთი და აურიეთ.

3. ჯამში გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. მასა ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ კი ხელებით. ცომი რბილი და ოდნავ წებოვანი უნდა იყოს.

4. მაგიდან ფქვილი მოაყარეთ, დადევით ცომი და ძეხვის ფორმა მიეცით. დაყავით 12 ნაწილად და დააგუნდავეთ.

5. ჟარუნას პერგამენტის ქაღადი მოაფინეთ და მასზე გუნდები დაალაგეთ. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. შედგით ჟარუნა ქურაში 20-25 წუთით. დროის გასვლის შემდეგ კი გამოიღეთ და გააგრილეთ. თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ შაქრის ფხვნილი მოაყაროთ.

ეს ფუნთუშები საუზმეზე ყავასა და ჩაისთან ნამდვილი მისწრებაა. გემრიელად მიირთვით!