ხაჭოს “ვატრუშკა” საოცარ ცომში

1081

შეუძლებელია “ვატრუშკას” წინ თავი შეიკავო – ეს კერძი სლავური სამზარეულოს სიამაყეა. მისი სახელი სიტყვა “ვატრა” დან გამომდინარეობს, რომელიც ბევრ სლავურ ენაზე ითარგმნება, როგორც “ცეცხლი, კერა”. ხოლო ნამდვილი ვატრუშკა არის ძალიან დიდი ზომის, რომელსაც შემდეგ ჭრიან და მიირთმევენ სადღსასწაულო მაგიდასთან.

გემრიელი და სასარგებლო ხაჭოს ვატრუშკა ძალიან მოეწონებათ თქვენ ოჯახის წევრებს. ის მზადდება სწრაფად, ხოლო იჭმევა კიდევ უფრო სწრაფად. ძალიან უხდება ჩაის.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 150გ
  • შაქარი 110გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი 200გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ხაჭო 360გ
  • ვანილი 1 ცალი
  • ჟოლო 20გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.თავდაპირველად მოვამზადოთ ცომი. ამისათვის ათქვიფეთ 2 კვერცხი მარილთან ერთად ქაფის მიღებამდე, ამის შემდეგ თანდათან დაუმატეთ 70გ შაქარი, არ შეაჩეროთ ცომის თქვეფა. თქვენ უნდა გამოგივიდეთ ჰაეროვანი მასა.

2.ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცაერით. თანდათან, ფრთხილად მოურიეთ, ცომს დაუმატეთ არაჟანი და გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე. ცომი უნდა იყოს ბლანტი და სქელი.

3.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ მცენარეული ზეთით, მასში ჩაასხით ცომი და მოასწორეტ ზედაპირი.

4.ახლა კი შიგთავსის მომზადების დროა. ხაჭოს დაუმატეთ 40 გ შაქარი, ვანილი, 1 ცალი კვერცხი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5.მზა შიგთავსი მოათავსეთ ცომზეს ზემოდან ისე, რომ დაშორებული იყოს მის კუთხეებს, ზემოდან დაალაგეთ ჟოლო.

6.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში.

ხაჭოს ვატრუშკა გააგრილეთ და გაუმასპინძლდით სტუმრებს. ჟოლოს მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი კენკრა ან ვატრუშკა გააფორმეთ შაქრის ფხვნილით და პიტნის ფოთლით. გემრიელად მიირთვით!