ჭარხლის სალათი გურმანებისთვის. ასეთი სანელებელი ჩვეულებრივი ბოსტნეულისგან მეფურ კერძს ქმნის

4183

დიდი ხანია დამთავრდა გრუნტის ახალი კიტრისა და პომიდვრის სეზონიც. ორგანიზმი კი ითხოვს რაციონის გამდიდრებას ვიტამინებით სავსე სალათებით. ამ შემთხვევაში, ჭარხალი საუკეთესოა.

მარტივი ჭარხლის სალათი ხახვით და ნივრით ჩვეულებრივი სადილისთვის შემოვინახოთ. ჩვენ კი მოვამზადეთ შესანიშნავი ჭარხლის სალათის რეცეპტი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ჭარხალი
  • 2 კვერცხი
  • 80 გრ მაგარი ყველი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ც მჯავე კიტრი
  • 80 გრ ნიგოზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. მდოგვი

მომზადება

  1. მოხარშეთ ჭარხალი, გათალეთ და დაჭერით კუბებად.
  2. მოხარშული კვერცხი, მჟავე კიტრი და ყველიც დაჭერით კუბებად. დააქუცმაცეთ ნიგოზი.
  3. შეურიეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ მარილი, პილპილი.
  4. შეურიეთ მაიონეზი და მდოგვი, დაუმატეთ სალათს.

ჭარხალი არამხოლოდ გემრიელი, არამედ, სასარგებლოცაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ზედმეტი წონის მოცილება სურს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!