ჭარხლის განუმეორებელი სალათი

788

სალათების გარეშე არცერთ დღესასწაულს არ უნდა ვხვდებოდეთ.

ეს სალათიც ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, რადგან მახსენებს ოქროსხელება ბებოს, რომელიც მიმზადებდა უგემრიელეს კერძებს.

ჭარხალი ძალიან სასარგებლო და ამავდროულად გემრიელი პროდუქტია, მისგან მომზადებული სალათიც არაჩვეულებრივი კერძია სადღესასწაულო სუფრისთვის.

ინგრედიენტები

  • ჭარხალი 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • ყველი 150გ
  • სიმითის მარცვლები 2 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ბოსტნეული და კვერცხი. მოხარშეთ ჭარხალი ან გამოაცხეთ ღუმელში. საბოლოოდ ეს პროდუქტი უნდა მიიღოთ 400გ.

2.სიმითის მარცვლები მოხალეთ. გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი კუბიკებად. შეწვით ზეთში.

3.ყველი და მზა ჭარხალი გახეხეთ. მოხარშული კვერცხიც გახეხეთ. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ სანელებლები.

გემრიელად მიირთვით!