კარტოფილი ფარშით – ძალიან გემრიელი კერძი

3673

ეს კერძი ძალიან გემრიელი, გაჯერებული და წვნიანია, ტყუილად არ სარგებლობს იგი ასეთი პოპულარობით.

ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ გამოცხობის დროს ბოსტნეული ხორცის წვენით იჟღენთება და მის გემოს იღებს. ძროხის ხორცი კარტოფილს გაცილებით მკვეთრ ხორცის გემოს შესძენს, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო ცხიმიანი ღორის ხორციც. ჩვენი რედაქცია დეტალურად მოგიყვებათ, როგორ მოამზადოთ კარტოფილი ფარშით.

  • 1 კგ კარტოფილი
  • 50 გრ კარაქი
  • 50 გრ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • ორეგანო გემოვნებით
  • 250 გრ ძროხის ფარში
  • 1 ც ხახვი
  • ტომატ-პასტა გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გათალეთ და გარეცხეთ კარტოფილი. შემდეგ თითოეული ღრმად ამოჭერით ვაშლის გულის ამოსაჭრელით.

2. მარილიან წყალში სანახევროდ მოხარშეთ კარტოფილი. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ ფარში. დაუმატეთ მას ორეგანო, მარილი, პილპილი და გახეხილი ან ხორცის მანქანაში გატარებული ხახვი, კარგად მოურიეთ.

3. მჭიდროდ მოათავსეთ ფარში კარტოფილში და ჩაალაგეთ ღრმა ჭურჭელში.

4. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს გამდნარი კარაქი, არაჟანი და ტომატ-პასტა. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ფარშირებულ კარტოფილს მოასხით ზემოდან. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით, სანამ მიირთმევდეთ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!

ეს რეცეპტი კლასიკურია, ამიტომ თუ მას ცოტა ნიორსა და მწვანილს დაუმატებთ, ისინი კერძს უფრო განსხვავებულ გემოს შესძენს. თუ ტომატ-პასტის გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად უბრალოდ უფრო მეტი არაჟანი გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!