წვნიანი კატლეტი კარტოფილის ქურქში, რომელსაც გამოძერწვა არ სჭირდება

347

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ კატლეტი კარტოფილის ქურქში, რომელიც სუფრაზე გარნირის გარეშე შეგიძლიათ გაიტანოთ. ხორციანი ძეხვი გემრიელად გამოიყურება, შიგნით ზეწვნიანია, თან საოცარი არომატი აქვს! ძეხვს ჭრით და შიგნით არა მხოლოდ ხორცის ფარშია, არამედ ფერადი შიგთავსი წელვადი ყველით.

კატლეტი უჩვეულო მეთოდით, ძერწვის გარეშე მზადდება. თითოეულის ფორმირება საჭირო არაა, რაგან ფარშს ოდნავ ვყინავთ და შემდეგ ვჭრით. ასეთი ნაჭრები ადვილად შეგიძლიათ ამოავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ კარტოფილში. მისგან ქურქი გამოვა. არა უბრალო, არამედ მოწითალო და ხრაშუნა.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ღორის ფარში
  • 3 კვერცხი
  • 20 გ ოხრახუში
  • 500 გ კარტოფილი
  • 20 მლ მზესუმზირის ზეთი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • 1 ხახვი
  • 150 გ ხმელი ყველი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 100 გ ხორბლის ფქვილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მზა ხორცის ფარშს 1 კვერცხი, დაქუცმაცებული ხახვი, შავი წიწაკა და მარილი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. მაგიდაზე ან დიდ საჭრელ დაფაზე შესაფუთი პარკი გაშალეთ. პარკში 2 სმ სისქეზე ფარში გააბრტყელეთ.

2. ყველი გახეხეთ, ბულგარული წიწაკა კუბებად დაჭერით, ოხრახუში დააქუცმაცეთ. ფარშს ზემოდან ჯერ ყველი, შემდეგ წიწაკა და ბოლოს ოხრახუში დაუმატეთ. ფარში რულეტივით დაახვიეთ და 2 საათით საყინულეში შეინახეთ.

3. ამოსავლებად ინგრედიენტები მოამზადეთ: კარტოფილი გახეხეთ, ფქვილი მოსახერხებელ ჭურჭელში გადაიტანეთ, 2 კვერცხს მარილი მოაყარეთ და ოდნავ ათქვიფეთ.

4. ფარშის რულეტს პარკი მოაშორეთ. ფარში 4 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.

5. თითოეული ნაჭერი ფქვილში, შემდეგ კვერცხში ამოავლეთ და ხელით ყველა მხრიდან კარტოფილი შემოახვიეთ.

6. კატლეტი ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში შეწვით და თითოეული მხრიდან 5-6 წუთით შეწვით. მზადაა!

წვნიანი კატლეტები ხრაშუნა ქურქში ბოსტნეულის სალათთან და აირანთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. ეს საკმარისია, რომ კარგად დანაყრდეთ და საღამო კარგად გაატაროთ. ასეთი საოცარი და მარტივი კერძის რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ, აუცილებლად ჩაინიშნეთ!