ატრია რამენი – ხორბლის ფქვილით არის დამზადებული. იგი ჩინური და იაპონური სამზარეულოს აუცილებელი ინგრედიენტია. შეგიძლიათ ამ კერძში იტალიური კვერცხის ატრია ან ბრინჯის ატრია გამოიყენოთ.
ინგრედიენტები:
- 400 გ ატრია რამენი
- 500 გ ძროხის ხორცის ფილე
- 2 ს.კ. აზიური წიწაკის ზეთი
- 90 მლ (6 ს.კ.) ლიმონის წვენი
- 1 ს.კ. სოიის რუხი საწებელი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ. ნედლი კოჭა
- 1 ჩ.კ. საწებელი
- ტაბასკო
- 2 ს.კ. მიწის თხილის ზეთი
- 1 წითელი ხახვი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 180 გ ბარდა პარკით
- 150 გ სიმინდის მარცვალი
- 1 წითელი წიწაკა
- 2 ჩ.კ. ხმელი წით. წიწაკის ფანტელი
- 2 მწვანე ხახვი
მომზადების წესი:
- ატრია პაკეტზე მითითებული წესით მოამზადეთ. წყალი გადაწურეთ.
- წიწაკის ზეთით, 3 ს.კ. ლიმონის წვენით, სოიის საწებლით დაჭყლეტილი ნივრით, წვრილად გახეხილი კოჭათი და საწებელ ტაბასკოთი მოამზადეთ მარინადი. ძროხის ხორცის გრძელი ნაჭრები ჩადეთ.
- ზეთი ვოკში ან დიდ ტაფაში გააცხელეთ. მოშუშეთ ხახვი. განუწყვეტლივ ურიეთ. დაუმატეთ ძროხის ხორცი მარინადით, 5-6 წთ შუშეთ, ვიდრე ხორცი ოდნავ დაიბრაწება, დაუმატეთ თხლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მწვანე ბარდა, სიმინდის მარცვლები, ხმელი წიწაკა, წითელი წიწაკის ფანტელი და დარჩენილი 3 ს.კ. ლიმონის წვენი. შუშეთ და განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე ბოსტნეული დარბილდება.
- დაუმატეთ მწვანე ხახვი და ატრია, ცეცხლს აუწიეთ. ურიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.