ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ქათმის გულ-მკერდი, ძეხვი, ნიორი და სუნელები. ქათმის ხორცმა განსაკუთრებული არომატი რომ მიიღოს, ცოტა ხნით დაამარინადეთ.
ინგრედიენტები
- 1 კგ ქათმის გულ-მკერდი
- 0,5 კგ მონადირული ძეხვი
- ნიორი გემოვნებით
- მარილი და სუნელები გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ და გააშრეთ ქათმის გულ-მკერდი. დაჭერით წვრილად ნიორი.
- წაუსვით ხორცს მარილი, სუნელები, ნიორი.
- შედგით ხორცი მაცივარში მთელი ღამით.
- დაჭერით ძეხვი სიგრძეზე 3 ნაწილად.
- ჩაჭერით ქათმის ხორცი 3 ადგილას.
- მოათავსეთ ჭრილებში ძეხვი.
- შეკარით ძაფით ხორცი, შეწვისას წვენი რომ არ დაკარგოს.
- შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
მიირთვით კერძი გარნირთან ერთად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!