აჯიკის უამრავი რეცეპტი არსებობს. დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ ამ ბევრისთვის საყვარელი ცხარე სოუსის კლასიკურ რეცეპტს. აჯიკა განსაკუთრებით უხდება ხორცის კერძებს, მისი ინტენსიური არომატი საგრძნობლად ამდიდრებს კერძების გემოს.
ინგრედიენტები
- 500 გრ ცხარე წიწაკა
- 100 გრ ნიგოზი
- 2 კბ ნიორი
- 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
- 2 ს.კ. ხმელი სუნელი
- 200 გრ მარილი
- 1 ს.კ. ქონდრის თესლი
მომზადება
- მოაჭერით წიწაკას ყუნწები, დადეთ მზეზე 4 საათის განმავლობაში. დაჭერით და დანაყეთ, დაუმატეთ ნელ-ნელა დარიჩინი, ხმელი სუნელი და ქონდრის თესლები.
- გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და ნიორი, დაუმატეთ დანარჩენ მასას მარილთან ერთად. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
- შეინახეთ აჯიკა ქილაში. ასეთი ნაზავი ძალიან ცხარეა და არ ფუჭდება, ამიტომ შეგიძლიათ მაცივარში არ შედგათ.
მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!