ინგრედიენტები
- კარტოფილი 700-750გ
- ქამა სოკო 500გ
- ხორცის ფარში 600გ
- ყველი “მოცარელა” 80-150გ
- კვერცხი 2 ცალი
- რძე 70მლ
- ხახვი 2-3 ცალი
- მცენარეული ზეთი 3-4 სუფრის კოვზი
- გამომშრალი ნიორი 1/3 ჩაის კოვზი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
- ფორმა 25სმ დიამეტრით
მომზადება
- 2 ხახვი მოთუშეთ ზეთში.
- დაუმატეთ 500გ დაჭრილი სოკო, შეწვით, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- აიღეთ 600გრ ფარში, მე ვიყენებ ქათმისა და ღორის ნაზავს.
- მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაუმატეთ 1 კვერცხი, 1 ხახვი, 1/3 მშრალი ნიორი.
- კარგად დაამუშავეთ ფარში, დაბეგვეთ.
- 700გ მოხარშული კარტოფილი აქციეთ პიურედ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, მოასხით 70მლ რძე და ჩატეხეთ 1 კვერცხი, მოურიეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა კარაქი, მაშინ რძის რაოდენობა შეამცირეთ.
- ფარში თანაბრად გადაანაწილეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაში, ამოიყვანეთ კუთხეები.
- ზემოდან მოათავსეთ სოკო, 80გ გახეხილი ყველი. ბოლო ფენა კარტოფილის პიურე.
- დაახლოებით ნახევარი პიურეს მასა მოათავსეთ ყველის მასაზე, მეორე ნახევარი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში და ტანაბრად გადაანაწილეთ კერძზე.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!