ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ღორის მუცლის რეცეპტს წითელ სოუსში-ეს კერძი მაო ძედუნის ფავორიტი იყო. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცხარე ადგილობრივ სამზარეულოს და თვლიდა, რომ წიწაკის ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
იგი წერდა: “ვინც არ ჭამს წითელ წიწაკას, ის არ არის რევოლუციონერი“. ამიტომ, “წითელი ღორის მაო”, როგორც უკვე მიხვდით, ძალიან ცხარე კერძია.
ღორის ხორცი ჩინურად
ინგრედიენტები
- 500 გრ ღორის მუცელი კანით
- 3 ს.კ. სოიოს სოუსი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 20 გრ კოჭა
- 1 ც ბადიანის ვარსკვლავი
- 1 ღერო დარიჩინი
- 2 ც მშრალი წიწაკა ჩილი
- 1 ს.კ. ბრინჯის ღვინო
- 2 ც დაფნის ფოთოლი
- 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
- მარილი და მწვანე ხახვი გემოვნებით
მომზადების წესი
1. დაჭერით ღორის მუცელი 2-2,5 სმ-იან ნაჭრებად.
2. ხორცის ნაჭრები ცივ წყალში, მოადუღეთ და ხარშეთ 7-8 წუთით.
3. მცენარეული ზეთი და ყავისფერი შაქარი მოათავსეთ სქელ ქვაბში.
4. გააცხელეთ შაქარი, სანამ კარამელისებრი კონსისტენციის არ გახდება.
5. დაუმატეთ ღორის ნაჭრები და ბრინჯის ღვინო. მოურიეთ და მსუბუქად შეწვით ხორცი.
6. დაუმატეთ ხორცს ფირფიტებად დაჭრილი კოჭა, ბადიანი, დარიჩინის ღერო და წყალი, ისე, რომ თითქმის მთლიანად დაფაროს სითხემ ხორცი.
7. დაუმატეთ სოიოს სოუსი, წიწაკა ჩილი, მარილი და დაფნის ფოთოლი.
8. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთით.
9. ბოლოს, გადაიტანეთ ხორცი თასში, ცეცხლს მოუმატეთ და მოთუშეთ მანამ, სანამ სითხე არ გახდება სქელი და წებოვანი.
10. სუფრაში გატანამდე, მოასხით ხორცს წითელი სოუსი და მოაყარეთ ზემოდან წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
11. სულ ესაა, უგემრიელესი ღორის მუცელი წითელ სოუსში მზადაა! გემრიელად მიირთვით!