ცხარე და მადისაღმძვრელი მეგრული ხარჩოს რეცეპტი

3030

სამეგრელოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ნიგვზითა და ძმრით შეზავებული კერძები. ტრადიციულ მეგრულ სუფრაზე, ღომთან ერთად, აუცილებლად არის ნიგვზიანი ხარჩო. ეს არის კერძი, რომელიც საოცრად მადისაღმძვრელ არომატს აფრქვევს სამზარეულოში, ჯერ კიდევ მზადების პროცესში. დღეს სწორედ ამ შესანიშნავი კერძის რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ დეკეულის ხორცი (მკერდის ნაჭერი)
  • 5 თავი ხახვი
  • 1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი
  • 2 ს.კ. ხარჩოს სუნელი
  • 2 კბილი ნიოტი
  • 100 გრ კარაქი
  • მარილი
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

 მომზადება:

  1. ხორცი დავჭრათ წვრილად და ცხიმში მოვშუშოთ, დავუმატოთ ხახვი და ერთად ვშუშოთ, სანამ დარბილდება.
  2. დანაყილი ნიორი, ნიგოზი და სანელებლები გავქნათ თბილ წყალში, დავუმატოთ მოშუშულ ხორცს და დავასხათ იმდენი წყალი, რომ სასურველი სისქის წვენი მივიღოთ.
  3. 2-3 წუთის  განმავლობაში ვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.