კარტოფილის პიურეს კერძები – ჩემი 4 ფავორიტი რეცეპტი

1006

დღეს მე 4 რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლების კარტოფილის პიურეს სხვა თვალით დაგანახებენ. ამ მარტივი პროდუქტისგან უმარტივესი, მაგრამ უგემრიელესი კერძები მზადდება.

კარტოფილის ჩხირები

ინგრედიენტები

  • 200გ ფქვილი
  • 200გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სიმითის მარცვალი
  • 1 ჩაის კოვზი საფანელი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი და დარბილებული კარაქი.დაუმატეთ პიურე. მოზილეთ ცომი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.დააფარეთ პირსახოცი ჯამს და შეინაზეთ 1 საათი მაცივერში. მზა ცომი გააბრტყელეთ.

3.ცომი დაჭერით გრძლად ისე, როგორც ფოტოზეა. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.

4.მოაყარეთ სიმითის მარცვლები და სანელებლები. გამიაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

კარტოფილის ღვეზელები ყველით

ინგრედიენტები

  • 0,5კგ კარტოფილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 80გ ყველი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით კუბიკებად და მოახშეთ. კარტოფილს დაუმატეთ მარილი, შაარი და მოამზადეთ პიურე.მოაყარეთ გაცრილი ფვილი. მოზილეთ ცომი.

2.სუფრის კოვზით აიღეთ ცომი, მოათავსეთ ხელისგულზე. ცენტრში მოათასვსეთ 1 სუფრის კოვზი ყველი. კუთხეები კარგად დააფიქსირეთ.

3.მაზა ფუნთუშები შეწვით ზეთში.

კარტოფილის და ლავაშის ფირფიტები

ინგრედიენტები

  • 600გ კარტოფილის პიურე
  • 6 ფირფიტა ლავაში
  • ოხრახუში
  • 1ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 0,5 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მზა და გაგრილებულ კარტოფილს დაუმატეთ დაქუცმაცებული ხახვი, ოხრახუში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა და ნივრის ფხვნილი. მოურიეთ.

2.ლავაშისგან ამოჭერით წრეები, თქვენი ტაფის შესაფერისი ზომა. წაუსვით შიგთავსი და დააფარეთ მეორე ლავაში.

3.შეწვით ზეთში.

მარილიანი თევზის როლები

ინგრედიენტები

  • 350გ კარტოფილის პიურე
  • 150გ მდნარი ყველი
  • ოხრახუში
  • მწვანე ხახვი
  • 2 ფირფიტა ლავაში
  • 20გ კარაქი
  • 1 ქაშაყი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მოამზადეთ კარტოფილის პიურე მწვანილთან ერთად. ლავაშის ფირფიტას წაუსვით მდნარი ყველი. მოაყარეთ ხახვი.

2.ამ შიგთავსს დააფარეთ მეორე ფენა ზემოდან. მასზე მოატავსეთ კარტოფილი. ერთი კუთიდან 5სმ დატოვეთ შიგთავსის გარეშე. ამ ზოლს წაუსვით ყველი.

3.კარტოფილზე მოათავსეთ თევზი. გადაახვიეთ რულეტი, გადახვევა კარტოფილის მხრიდან დაიწყეთ.

4.შეინახეთ მაცივარში 1,5 საათი.

გემრიელად მიირთვით!