გენიალურობა სიმარტივეშია ! – ეს სალათი ამას ნამდვილად დაგიმტკიცებთ

590

ნოყიერი,მაგრამ მარტივად მზადებადი სალათის რეცეპტს ეძებთ? მაშინ ეს სტატია აუცილებლად წაიკითხეთ!

ამ სალათის მთავარი ინგრედიენტი ანანასია. ხილი აცოცხლებს სალათის გემოს და საოცარ არომატს სძენს მას.

ინგრედიენტები

  • 1 ქათმის ფილე
  • ანანასი
  • 70გ ყველი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი

მომზადება

1.თავდაპირველად მოხარშეთ ქათმის ფილე. დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ ღრმა ჯამში.

2.მოხარშეთ კვერცხი და ანალოგიურად დააქუცმაცეთ.

3.დაჭერით ანანასი საშუალო ნაჭრებად.

4.გახეხეთ ყველი.

5.დაჭყლიტეთ ნიორი. სალათს მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ სანელებლები გემოვნებით. კარგად მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!