ქათმის სალათა მთელს მსოფლიოში იხვეჭს სახელს. ამ სალათის მოყვარულები დღითიდღე იზრდება. ეს კერძი მარტივად მზადდება და იდეალურია სადღესასწაულო სუფრისთვისაც.
ქათმის სალათის რეცეპტი კი ასეთია:
ინგრედიენტები:
- ქათმის ხორცი – 500 გ
- კვერცხი – 2 ცალი
- მწვანე ხახვი – 50 გ
- კამა – 30 გ
- სალათის ფოთლები 100 გ
- ბროწეულის მარცვლები – 50 გ
- ნიგოზი – 80-100 გ
- ძმარი 2 სუფრის კოვზი
- ხახვი 1 პატარა თავი
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- შემწვარი ქათმის ან ინდაურის ძვლებისგან გაცლილი ხორცი დავჭრათ წვრილ, თხელ, დაახლოებით 2-3 სმ სიგრძის ნაჭრებად.
- ჩავდით ჯამში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვი, კამა, დაკეპილი სალათის ფურცლები, ბროწეულის მარცვლები, მარილი, წიწაკა და ცალკე სუსტ ღვინის ძმარში გახსნილი დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი.
- კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ სასალათეში და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა ან ტარხუნა.
გემრიელად მიირთვით!