ზეთისხილი ლიმონით

1412

ზეთისხილი ძალიან სასარგებლოა, ამიტომაც ჩვენ ყოველდღიუ მენიუში ადგილი უნდა მოვუძებნოთ. ჩვენ ხშირად დაკონსერვებულ ზეთის ხილს ვყიდულობთ, რომელიც არ არის სასარგებლო და არც გემოთი გამოირჩევა. დღეს ჩვენ ზეთის ხილს ლიმონით და ნივრით მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

  • ზეთის ხილი მწვანე 200გ
  • ნიორი 4 კბილი
  • კამა 15-20გ
  • ზეთისხილი შავი 200გ
  • ლიმონი 0,5 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 100-150მლ

მომზადება

1.ქილიდან გადაასხით წვენი და გაამშრალეთ ზეთისხილი.

2.გაასუფთავეთ და დაჭერით ნიორი, კამა და ლიმონი.

3.შავ ზეთისხილს დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები.

4.ზეთისხილი მოათავსეთ ქილაში, მოასხით ზეთი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს და დააფარეთ თავსახური ჰერმეტიულად.

5.ქილა შეინახეთ 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ მოათავსეთ მაცივარში 5-6 დღე.

გემრიელად მიირთვით!