ჩრდილოუკრაინული კერძი, ძალიან მოეწონებათ მოყიერი საკვების მოყვარულებს. დაბეგვილი ხორცი, ხახვით და სოუსი, ძალიან უხდება ნებისმიერ გარნირს.
ხახვი ამ კერძს ურვივებს გემოებს, ამიტომაც მას არ ვიშურებ.
ინგრედიენტები
- 400გ ხორცი
- 250გ ხახვი
- 300გ არაჟანი
- 150გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი დაფქული პაპრიკა
- კამა
- 2 ჩაის კოვზი წიწაკების ნარევი
- 2 სუფრის კოვზი ძმარი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
მომზადება
1.დაჭერით ხორცი და დაბეგვეთ ორივე მხრიდან. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შეფუთეთ 15 წუთი. ნახევარი ხახვი დაჭერით მრგვლად. ჩაყარეთ კონტეინერში, დაუმატეთ მარილი, ძმარი, წიწაკა, შაქარი და კამა. ხახვიც უნდა დამარინადდეს 10 წუთი.
2.თითოეულხორცის ნაჭერზე მოათავსეთ ხახვი და დაახვიეთ რულეტისებურად. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით.
3.მადისაღმძვრელი რულეტები მოათავსეთ თეფშზე. იმავე ტაფაზე მოთუშეთ დარჩენილი ხახვი. დაუმატეთ არაჟანი, 2 კოვზი ფქვილი და პაპრიკა. მოაყარეთ კამა და მოასხით ცოტა წყალი.
4.ხორცი გადაიტანეთ სოუსში. მოთუშეთ კერძი 40 წუთი.
5.ეს რულეტები ნებისმიერ გარნირს უხდება. ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, პიურე – ძალიან გემრიელი გამოდის.
გემრიელად მიირთვით!